როზი ჰანთინგტონის მყუდრო სახლი ქაოტურ ლონდონში
ბრიტანელმა მოდელმა ლონდონში პირადი სამოთხე მოიწყო, სადაც თანამედროვე ელემენტები ვინტაჟურ, კლასიკურ დიზაინთან ჰარმონიაში ელეგანტურ გარემოს ქმნის.
ლუსი ჰეილის Joyroad: უდარდელი ვესტერნული შეგრძნებები - Weekend Max Mara-ს ახალი Signature კოლექცია 2024-25 წლების შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის ამერიკელ მსახიობთან თანამშრომლობით შეიქმნა. მასში ბუნების წიაღში საგზაო მოგზაურობასთან დაკავშირებული თავისუფალი სულისკვეთება არის არეკლილი.
მემფისში, ტენესიში დაბადებული ჰეილი, რომელიც “Pretty Litte Liars”-ში, “The Hating Game”-ში, “Puppy Love”-სა და “Wich Brings Me To You”-ში შესრულებული როლებით არის ცნობილი, Joyroad კოლექციას აღწერს, როგორც “ხალისიანს, ავთენტურს და ვესტერნულს.” მის ინსპირაციად თავისი საგვარეულო მიწისკენ წარმოსახვითი საგზაო მოგზაურობა იქცა, რამაც საშუალება მისცა ბუნების მიმართ სიყვარულს ჩასწვდომოდა და ინდივიდუალურობის, საკუთარი თავის მიმღებლობისა და სულის თავისუფლებისკენ სწრაფვა დაუფლებოდა. შინაგანი კომპასის წინამძღოლობით, საბოლოო დანიშნულება ნებისმიერ რამ შეიძლება იყოს: მიზანი, ადგილი თუ მიღწევა.
მთლიანობაში, კოლექციისთვის დამახასიათებელი მსუბუქი განწყობა იდეალურად ერგება Weekend Max Mara-ს არაფორმალურ კოდებს.
“Weekend Max Mara ავთენტურობასა და თავისუფალ სულისკვეთებას ეყრდნობა, ღირებულებებს, რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ეს ღირებულებები იქცა ამ კოლექციის სოლიდურ საფუძვლად. ჩვენ თავიდანვე გვსურდა წარმოგვედგინა ამერიკული ვესტერნის სტილი და შეგვექმნა ჩაცმადი კოლექცია, რომელიც თვითგამოხატვის საშუალებას იძლევა,”- ამბობს ჰეილი.
იქმნება განცდა, რომ კოლექციაში ვესტერნული შარმი, ურბანული სტილი და საგარეო აქტივობებისთვის მდგრადობა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. ფოჩები კოვბოის სტილს ეხმიანება, ისინი აფორმებს რბილი ტყავის ქურთუკს, ზამშის შარვლებს და საკულტო ჩანთა “Pasticcino”-ს, რომელსაც დაწნული დეკორაციები და გაცრეცილი ეფექტის მეტალის შესაკრავები ამშვენებს. კოლექციაში "დენიმს" მრავლად შევხვდებით, მათ შორის მოშვებულ ჯინსებს და მინი ქვედაბოლოებს, რომლებზეც თვლებით გაფორმებული ნაქარგები გარდამავალ ფერებსა და კიარასკუროს ეფექტებით გვხვდება.
საგარეო ტანსაცმელი არაფორმალურია და მოიცავს: გაუჩოს სტილის "ბომბერს", საველე ქურთუკებს, უტილიტარულ პარკებს, Montgomery პალტოს და ნაქსოვი მკლავების მქონე გამძლე შალის ჟაკეტს. ნაქსოვი ნივთები დეკორირებულია ან ფერადი ყვავილოვანი დეტალებით არის გაფორმებული. ზამთრის ფერთა პალიტრა მოყავისფრო მიწიერ ტონებს, ზეთისხილის მწვანესა და ცისფერს მოიცავს.
ჯინსის, თვლებით გაწყობილი ახალი ჰობო ჩანთა “Pasticcino Plié”, კოვბოის ვინტაჟური შესახედაობის ჩექმები და ბეისბოლის კეპი სრულყოფილად ერგება კოლექციას. ანალოგიურად არის თვალისმომჭრელი სამკაულების, მათ შორის ყელსაბამების, ბეჭდის და მოშვებული სამაჯურის შემთხვევაში, რომელიც გაცრეცილი მეტალისგან დამზადდა და აქცენტირებულია ყვავილის დეტალით.
მოირგე ეს განწყობა და გადადგი ნაბიჯი თავგადასავლისკენ.