#ტექნოლოგიები

Apple Vision Pro: 5 მიზეზი, აუგმენტირებული რეალობის ჰედსეთით აღსაფრთოვანებლად

გაზიარება:

48 საათის წინ, Apple-მა გლობალურ პრეზენტაციაზე (WWDC), რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ სამყაროს არა მხოლოდ რევოლუციური ახალი პროდუქტი, არამედ რევოლუციური პროდუქტი ახალ პლატფორმასთან ერთად წარუდგინა (AR). Apple Vision Pro - საზოგადოდ უკვე ცნობილი, როგორც მომავლის სათვალეები, ბოლო 7 წლის განმავლობაში, ყველაზე მოულოდნელი სიახლეა კომპანიისგან.

Apple-ის ძლიერი აპარატურის დიზაინი

მიუხედავად იმისა, რომ Apple აღარ არის ცნობილი, როგორც ნოვატორი, მას ჯერ კიდევ შესწევს იმის უნარი, რომ აიღოს უკვე არსებული და მისგან ის ინოვაციური პროდუქტი შექმნას, რომელსაც სამყარო მოუთმენლად ელოდა. პირველი დიდი პლუსი, რომლითაც Apple Vision Pro აუგმენტირებული რეალობის ჰეთსეთებს Meta Quest Pro და Microsoft HoloLens-ის შერეული რეალობის ჰეთსეთებისგან გამოვარჩევდით, მისი კომპაქტურობა და სიმსუბუქეა. საუბარი გვაქვს სპეციფიკურ სათვალეებზე, რომელიც იძლევა ბევრად უფრო მკვეთრ სურათს და წარმოადგენს უდიდეს ნახტომს გრაფიკაში, ისე, რომ მათი ტარება მარტივი და მოსახერხებელია.

4K ვიდეოს ნათელი მაღალი დინამიკური დიაპაზონის ფერებით და ტექსტის მკაფიო გარჩევადობით ნებისმიერი კუთხიდან, Apple Vision Pro მიზნად ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების შემსუბუქებას ისახავს. აუგმენტირებული რეალობის ჰეთსეთები არის 12 კამერის, 5 სენსორისა და 6 მიკროფონის ნაზავი, რომელიც იკვებება Apple-ის ორი სილიკონის ჩიპით - მძლავრი M2 პროცესორითა და სრულიად ახალი R1 ჩიპით შერეული რეალობისთვის. მეორე სენსორი მუშაობს რეალისტური ეფექტების შესაქმნელად, ისეთების როგორიცაა გამჭვირვალობის რეგულირება სივრცეში და რეალურ სამყაროში მასშტაბისა და მანძილის აღქმა.

აღსანიშნავია, რომ სტანდარტული AR ჭკვიანი სათვალეებისგან განსხვავებით, Vision Pro-ს აქვს შერეული რეალობის მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვირტუალურ და რეალურ გარემოში ერთდროულად ვიმყოფებოდეთ.

სრულიად წარმოუდგენელი მოვლენაა Apple Vision Pro-ს კამერები, რომლებიც სივრცითი ფოტოებისა და ვიდეოების გადაღების საშუალებას სიღრმის დამატებითი შრეების დახმარებით მოგვცემენ, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მომავალში სწორედ ამ სათვალეების დახმარებით საშუალება გვექნება მოგონებებში უფრო ღრმად ჩავიძიროთ და ისინი სრულიად ახლებურად განვიცადოთ.

VisionOS ინტერფეისი არის ახალი პლატფორმა ნაცნობი წარსულით 

მოგეხსენებათ, Apple სახელგანთქმულია თავისი დახვეწილი ინტერფეისით, VisionOS, როგორც ჩანს, ისეთივე უნაკლოა, როგორც MacOS და iOS. ეს სრულად 3D ოპერაციული სისტემა შექმნილია სპეციალურად AR-ისთვის, მაგრამ პიქტოგრამები და აპლიკაციები ნამდვილად ნაცნობად გამოიყურება Mac-სა და iPhone-ის მომხმარებლებისთვის. სინამდვილეში, Vision Pro ჰედსეთები შეუფერხებლად აერთიანებს Apple-ის ფართო ეკოსისტემას. iCloud-თან სინქრონიზებული შეტყობინებები, ფოტოები და დოკუმენტები ხელმისაწვდომია ყურსასმენზე, გარდა ამისა, ჩვენ გვექნება წვდომა Siri-ზე და App Store-ზე, რათა ჩამოვტვირთოთ AR ინსტრუმენტები და გამოცდილების ფართო სპექტრი.

VisionOS აერთიანებს Mac და iPhone-ის საუკეთესო ფუნქციებს სათვალეების დამოუკიდებელ კომპლექტში. განსხვავება ისაა, რომ ჩვენ ნავიგაციას უპირველეს ყოვლისა თვალების, ხელების და ხმის გამოყენებით შევძლებთ, მაუსის გამოყენების ნაცვლად.

თამაშებისა და გართობის ახალი გამოცდილება

თუ ერთხელ მაინც გითამაშიათ Pokemon Go, მაშინ უთუოდ იცით, რამდენად საინტერესოა თქვენი ტელეფონის ეკრანზე გამოსახული 3D არსების ნახვა. Vision Pro-თი თქვენ შეგიძლიათ სურვილის შემთხვევაში, სრულად ჩაიძიროთ თამაშებში და შეისწავლოთ ციფრული სამყაროები, რომლებიც შეუფერხებლად ერწყმის თქვენს ფიზიკურ გარემოს. მაშინაც კი, თუ გადაწყვეტთ რომ არ გსურთ სრული ვირტუალური რეალობის გამოცდა, შეგიძლიათ Vision Pro კინოთეატრის ზომის ეკრანის შესაქმნელად გამოიყენოთ, ნებისმიერ ადგილას Apple Arcade თამაშების სათამაშოდ ან ტელევიზორის საყურებლად.

უფრო ღრმა დისტანციური კოლაბორაცია

ვირტუალური სივრცეები და ციფრული ავატარები ბოლო ათწლეულის განმავლობაში XR ინდუსტრიის ბრძოლის საგანი იყო. Apple's Vision Pro იყენებს თავის მაღალი კლასის კამერებს თქვენი სკანირებისთვის და ციფრული გამოსახულების შესაქმნელად, რომელსაც ვიდეო ზარებისა და შეხვედრებისთვის გამოიყენებთ.

ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი Meta's Quest შერეული რეალობისა და VR ყურსასმენებისგან განსხვავებით, რომლებიც ამ დრომდე იყენებენ უხეშ ანომაციურ ავატარებს.

კონკურენცია AR და VR აპარატურულ სივრცეში

ჯანსაღი კონკურენცია რომ ინოვაციის საუკეთესო საშუალებაა, ამაში უკვე წლებია დავრწმუნდით, Apple-ის გაფართოებული რეალობის სივრცეში შესვლა ნიშნავს, რომ ორივე AR და VR ტექნოლოგია თამაშში რჩება და მათი შერწყმა Apple-ის კონკურენტებს რეალურ შესაძლებლობას აძლევს 2 დღის წინ რევოლუციურ პროდუქტად წოდებული ჰედსეთები სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანონ.

ზევით