დემნას GUCCI: 2027 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია

დემნას Balenciaga საბჭოთა მოდის აბსურდულობის მაღალი მოდის ნაწილად ქცევის მცდელობაა. ეს მეხსიერებაა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და მის ბავშვობას უკავშირდება. დემნამ Balenciaga-ს ახალი სიცოცხლე შესძინა. გადაჭარბებად ნუ ჩამითვლით, მაგრამ მან ბრენდი, რომელიც აღარავის ახსოვდა ფეხზე დააყენა და კოდი მთლიანად შეცვალა. რამდენიც უნდა ვაკრიტიკოთ, ამ ნაბიჯის გადადგმა ღირდა. მას ესმის ბიზნესი და იცის, რას ითხოვს მასობრივი ბაზარი. მაღალი მოდის ბრენდები კი დიდი ხანია მხოლოდ მაღალი მოდით აღარ შემოიფარგლებიან.

დემნა გვასალია

Gucci და Balenciaga ერთსა და იმავე ჯგუფს, Kering-ს, ეკუთვნის. სწორედ ჯგუფის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, დემნასთვის ამჯერად Gucci-ს შემოქმედებითი მიმართულება ჩაებარებინა. Gucci საკმაოდ რთულ პერიოდს გადიოდა: შემცირებული გაყიდვები და მოდის სახლი შემოქმედებით კრიზისი. ახალ შემოქმედებით ხელმძღვანელს ეძებდა. დემნას დანიშვნის მიზანი Gucci-სთვის მოდაში გავლენის აღდგენის იმედს უკავშირდება და მგონი არ შემცდარან.

ერთი წლის წინ დემნა Gucci-ს ოფიციალურად შეუერთდა. იტალიური ბრენდისთვის შექმნილი პირველი კოლექციის წარდგენამდე მოდის მიმდევრების არაერთ კრიტიკულ მოსაზრებასა თუ ვარაუდს ვისმენდით: როგორი იქნებოდა Gucci დემნას ხელში? გადმოიტანდა თუ არა აქ Balenciaga-ში დამკვიდრებულ საკუთარ კოდებს?

დემნამ პირველი კოლექცია 2025 წლის სექტემბერში, Instagram პლატფორმაზე წარადგინა. დიზაინები უდავოდ განსხვავებული იყო, თუმცა იგივე დემნა ვიხილეთ. აი ის, ძალიან მაგარი დემნა!

მისი გენიალურობა ისაა, რომ დღევანდელობის პულსზე უდევს ხელი: იცის, რა უნდა მასას და ზუსტად იმას ქმნის. ჩვენ, მომხმარებლებმა კარგად ვიცით, სად ვიპოვოთ კარგი ქაშმირი, სად ვეძებოთ აბრეშუმის კაბა, პიჯაკი თუ აქსესუარი. დემნას კი მაშინ მივმართავთ, როცა რაღაც ახალი გვწყურია. დემნა ჰაერია, ჟანგბადია, რომლის საჭიროებასაც მის გამოჩენამდე ვერ ვგრძნობთ.

დემნა გვასალია gucci

დემნას Gucci-ს 2027 წლის გაზაფხული – ზაფხულის კოლექცია ჩვენი ინსტაგრამის ფიდია, Pinterest-ის მუდბორდი, Vogue-დან ამოჭრილი სილუეტები. ვიწრო თეთრი ჯინსები ადრეც გვქონდა და ახლაც გვაქვს, თუმცა წლებია, პოდიუმზე აღარ გვინახავს.

gucci ss 2027, demna gvasalia demna, gucci ss2027

მაღალყელიანი ტყავის ჩექმები წაწვეტებული ცხვირით, წელში გამოყვანილი პიჯაკები და გრძელი კაბები გვახსენებს, როგორ ვიცვამდით 2000-იანების დასაწყისში, როცა ასეთი კაბები კლუბებშიც კი გვეცვა.

დემნა გავსალია, გუჩი, gucci gucci ss 2027

დემნას Gucci-ს ჩვენებაზე მამაკაცის სამოსიც ვიხილეთ, რომელშიც კრიტიკოსები ტომ ფორდის გავლენას ხედავენ. ტომ ფორდისა რა გითხრათ, მაგრამ დემნასთვის დამახასიათებელი მეამბოხე სტილი აქაც აშკარაა.

gucci

დემნას თქმით, ეს Gucci-სთვის შექმნილი პირველი კოლექციაა, რომელშიც საკუთარი ხედვა სრულად წარმოადგინა. „The Store Show“ მოდის სახლისთვის ახალი ეპოქის დასაწყისს აღნიშნავს. მთელი წლის განმავლობაში დემნა Gucci-ს იკვლევდა, აკვირდებოდა და ფრთხილობდა. ახლა კი მზად არის გვაჩვენოს თუ რა შეუძლია.

gucci

ზევით