#მოგზაურობა

Moët & Chandon-ის რთველი - ნამდვილი მოგზაურობა დროში

გაზიარება:

არსებობს მომენტები, როდესაც დრო თითქოს ჩერდება და ჩვენც რაღაც უნიკალურის თანამონაწილენი ვხდებით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთმანეთს საუკუნოვანი გამოცდილება, ბუნების ძალა და ადამიანური ოსტატობა ერწყმის. სწორედ ასეთი გამოცდილება შექმნა შამპანის გულში მდებარე ლეგენდარულმა სახლმა - Moët & Chandon-მა, როდესაც ექსკლუზიურ, ყოველწლიურ წამოწყებას - Harvest Experience-ს უკვე მეორედ უმასპინძლა.

moet & chandon, მოეტი, მოე შანდონი, მეიზონი, maison, შამპანი, რთველი, harvest

Moët & Chandon-ის მფლობელობაშია 1,300 ჰექტარზე გადაჭიმული ვენახები, რომლებიც შამპანის რეგიონის საუკეთესო ნაკვეთებს მოიცავს, თუმცა წევანდელი სეზონი განსაკუთრებული გამოწვევებით გამოირჩეოდა: გაზაფხულის მკაცრი ყინვებით დაწყებული, ზაფხულის სიცხის ტალღებით დამთავრებული, ბუნებამ მევენახეებს დიდი გამოცდა მოუწყო.

moet & chandon, მოეტი, მოე შანდონი, მეიზონი, maison, შამპანი, რთველი, harvest, ყურძენი

შედეგად, რთველი შამპანის ისტორიაში ყველაზე ადრეულ თარიღში - 14 აგვისტოს დაიწყო. მიუხედავად მცირე მოსავლიანობისა, ყურძნის ხარისხმა და სიმწიფის უპრეცედენტო ბალანსმა ექსპერტებიც კი გააოცა: რიგით 283-ე რთველი Maison-ის ისტორიაში განსაკუთრებული, გამორჩეული ხასიათის ვინტაჟის გარანტად იქცა.

პროცესს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება: მას შემდეგ, რაც მარცვლის კენკროვანი დეგუსტაციით მისი ოპტიმალური სიმწიფე დასტურდება, ყოველი მტევანი ხელით იკრიფება, საბოლოო სორტირება კი უზრუნველყოფს, რომ საწნახელამდე მხოლოდ სრულყოფილი ყურძენი მივიდეს.

მოგზაურობა დროში

Maison-ის ცოცხალ გულში მოხვედრა 280 წლიან მემკვიდრეობაში მოგზაურობას გულისხმობს და სტუმრებს შამპანურის დაბადების საიდუმლოებებს უზიარებს. რთველის მონაწილეების გამოცდილება 1811 წელს, ჟან-რემი მოეტის მიერ შეძენილ ისტორიულ ვენახებში იწყება. სწორედ აქ გაუზიარა მამულის მენეჯერმა, რეინალდ ლუაზომ 2026 წლის პირველი მოსავლის შთაბეჭდილებები სტუმრებს.

moet & chandon, მოეტი, მოე შანდონი, მეიზონი, maison, შამპანი, რთველი, harvest, მიღება, მარანი

მოგზაურობა უარის დაწურვის ცენტრში გაგრძელდა, სადაც დაწურული ყურძენი ტკბილ წვენად გარდაიქმნება. ამის შემდეგ, ექსკურსიამ მონ-ეგიუს მარანში გადაინაცვლა, სადაც ალკოჰოლური ფერმენტაცია დაიწყო. მარნის მენეჯერის, დანიელ კარვახალის მეთვალყურეობით, წვენმა ღვინოდ გარდაქმნა დაიწყო, რომლის დაგემოვნებაც სტუმრებმა საბოლოო შერევამდე მოახერხეს.

moet & chandon, მოეტი, მოე შანდონი, მეიზონი, maison, შამპანი, რთველი, harvest, სტუმრები

დახვეწილი და მყუდრო პიკნიკი გაიშალა ფორტ-შაბროლში - პირველ კვლევით ცენტრში, რომელიც Moët & Chandon-მა 1900 წელს დაარსა. იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ადგილიდან, რეინალდ ლუაზომ სტუმრებს სახლის ხედვა გაუზიარა და ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"რთველის ენერგია თავად უნდა გამოსცადო, რომ ის სრულად შეიგრძნო. ეს არის მომენტი, როდესაც დაკვირვების, ზრუნვისა და სიზუსტის მთელი წელი ერწყმის ერთმანეთს" - აღნიშნა რეინალდ ლუაზომ.

ბუნება, როგორც ცოცხალი პარტნიორი

Moët & Chandon-ის ფილოსოფია მარნის კედლებს სცდება. პროგრამა Natura Nostra-ს ფარგლებში, 2025 წლისთვის სახლმა 85 კილომეტრის სიგრძის ცოცხალი ღობე საკუთარ ვენახებსა და 2,300-მდე პარტნიორი მევენახის ტერიტორიაზე დარგო. ეს ეკოლოგიური დერეფნები შამპანის რეგიონში ბიომრავალფეროვნების, ნიადაგისა და წყლის რესურსების დაცვას ემსახურება, რომელიც 2014 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.

moet & chandon, მოეტი, მოე შანდონი, მეიზონი, maison, შამპანი, რთველი, harvest, სიტყვით გამოსვლა

SAVOIR-VIN: მასპინძლობისა და გასტრონომიის ხელოვნება

ნამდვილი შამპანური გასტრონომიის გარეშე წარმოუდგენელია. წელს Harvest Experience-ის საპატიო სტუმარი ოსკაროსანი მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი გახლდათ. მან მონაწილეობა ყურძნის კრეფაშიც მიიღო, რის შემდეგაც, Moët & Chandon-ის მარნის ოსტატთან - ბენუა გუეზთან ერთად, სტუმრებს Château de Saran-ში უმასპინძლა. მთავარმა შეფ-მზარეულმა, ჟან-მიშელ ბარდემ საღამოსთვის ექსკლუზიური მენიუ შექმნა, სადაც თითოეული ინგრედიენტი იდეალურად ერწყმოდა შერჩეული შამპანურის არომატებსა და ტექსტურას, Brut Impérial-დან დაწყებული, Grand Vintage-ითა და Collection Impériale-ით დამთავრებული.

moet & chandon, მოეტი, მოე შანდონი, მეიზონი, maison, შამპანი, რთველი, harvest, ჰარვესტ

უწყვეტი შთაგონება

Harvest Experience არ არის უბრალოდ ღონისძიება - ეს არის ტრადიციისა და ინოვაციის სინთეზი, მოწოდება, გახდე მოწმე იმისა, თუ როგორ გარდაქმნის ადამიანის ხელი და გონება ბუნების ნაყოფს სამუდამო მოგონებად. პროექტის მთავარი მესიჯებიც სწორედ ამაზე მიუთითებს: შეაბიჯეთ რთველის სამყაროში. გამოცადეთ Maison. გააზიარეთ მომენტი.

ზევით