2026 წლის CFDA-ის მოდის დაჯილდოება: წითელი ხალიჩის გამორჩეული ლუქები
CFDA 2026-ის გამარჯვებულები და წითელი ხალიჩა: ამერიკული მოდის დაჯილდოება ნიუ-იორკში, გამორჩეული ჩაცმულობები და საღამოს მთავარი სტუმრები.
კიმ კარდაშიანის ახალი სტილისტი ლოუ როუჩია. სტილისტი, რომელიც ზენდაიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობით არის ცნობილი, ახლა უკვე კიმის ლუქებზეც იზრუნებს.
როუჩს საარქივო მოდის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვს. კარიერის დასაწყისში მას ჩიკაგოში ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა, მოგვიანებით კი ძველი კოლექციების აღმოჩენა მის ხელწერად იქცა. სწორედ მან შეარჩია ზენდაიასთვის არაერთი საარქივო ლუქი Mugler-ის, Givenchy-ისა და სხვა მოდის სახლების კოლექციებიდან.
2022 წელს როუჩი CFDA-ს ისტორიაში პირველი Stylist Award-ის მფლობელიც გახდა.

კიმთან მისი პირველი ლუქი ლოს-ანჯელესში, Lucas Museum of Narrative Art-ის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ვიხილეთ. როუჩმა კარდაშიანისთვის კაბა Yves Saint Laurent-ის 2004 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან შეარჩია, რომელიც ტომ ფორდის კრეატიული დირექტორობის პერიოდში შეიქმნა.