#სპორტი

3 ივნისს, დედაენის ბაღში Extreme Fest Tbilisi ბრუნდება

გაზიარება:

3 ივნისს, დედაენის ბაღი კიდევ ერთხელ გაუღებს კარს ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს! Extreme Fest Tbilisi ადრენალინის მოყვარულებისთვის ახალი ღონისძიებით ბრუნდება. ფესტივალის მთავარი მესიჯია "სპორტი გვაერთიანებს". Extreme Fest Tbilisi-ის ორგანიზატორები არსენ მამეტოვი და შმაგი სამხარაძე არიან. არსენი არის ოსი, წარმოშობით ცხინვალიდან, რომელმაც მიზნად დაისახა საქართველოში ექსტრემალური სპორტის ოლიმპიური ჩემპიონები გაზარდოს და მისი საქმიანობით ხელი შეუწყოს შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს.

შეჯიბრის პროგრამა, ადგილობრივი რაიდერებისთვის, მოიცავს შემდეგ დისციპლინებს: Skateboard, BMX, Aggressive Inline, Kickscooter. ფესტივალის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნება შეჯიბრის ყველასთვის საყვარელი ფორმატი - Cash for Tricks, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველ შეეძლება.

სწორედ დედაენის პარკში, გასული წლის შემოდგომაზე, ექსტრემალური სპორტის ფესტივალი Extreme Fest Tbilisi საქართველოში და კავკასიის მასშტაბით პირველად ჩატარდა და მას შემდეგ, ყოველ ახალ ღონისძიებაზე, ექსტრემალური სპორტის მოყვარულების სულ უფრო და უფრო დიდ რაოდენობას აერთიანებს. 

3 ივნისის ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ Extreme Fest Tbilisi-ს Facebook გვერდს.

ზევით