#ტექნოლოგიები

2022 წლის ყველაზე შთამბეჭდავი გაჯეტები, რომლებიც აწმყოს ცვლიან

გაზიარება:

როგორც მოსალოდნელი იყო, 2022 წელი ტექნოლოგიური ინდუსტრიის აღზევების წელი იქნება, მსოფლიო პანდემიით გამოწვეული დიდი აურზაურისა და ვირუსის სხვადასხვა შტამის გავრცელების ფონზე, უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ახალი წლის ყველაზე შთამბეჭდავი გაჯეტები წარადგინეს და მიუხედავად იმისა, რომ მათი წარდგენა ონლაინ ფორმატში მოხდა, უკვე ვიცით, რომ წინ დიდი სიახლეები გველოდება.

სახლის ჭკვიანი მოწყობილობები, ინოვაციური მანქანები, პორტატული გაჯეტები და სხვა მრავალი სიახლე, რომელიც CES 2022-ზე ვიხილეთ, თქვენ წინაშეა.

BMW iX Flow

წარმოიდგინეთ ზაფხულის ცხელ დღეს შავი მანქანიდან გადმოსულებმა ზუსტად იცით, რომ უკან დაბრუნებულებს მანქანის სალონში ნამდვილი საუნა დაგხვდებათ. რამდენად აღფრთოვანდებოდით თუ გეტყოდით, რომ შემაწუხებელი სიცხის თავიდან აცილების მიზნით, მანქანიდან გადმოსულებს, შავი ფერის თეთრად გარდაქმნის საშუალება გექნებოდათ?

დღევანდელი სიის სათავეში ყოფნას BMW iX Flow იმსახურებს, ჯეიმს ბონდის ჯაშუში მანქანის შთაგონებით შექმნილი უახლესი მოდელი პირველი მანქანაა, რომელსაც ფერების შეცვლა რეალურად შეუძლია. BMW iX Flow-ს მოდელის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ სოლიდური შავი ფერის მანქანა თეთრად აქციონ და პირიქით.

BMW ჯერ არ გეგმავს ახალი მანქანების ფერის ცვლადი ექსტერიერის ოფიციალურ ვარიანტად აქციოს, მაგრამ ეს არის დიზაინის კონცეფცია, რომელსაც ბევრი სიამოვნებით მიიღებს.

Asus Zenbook 17 Fold OLED

ინოვაციური, სრულ ეკრანიანი დასაკეცი სმარტფონების შემდეგ მხოლოდ დროის ამბავი იყო როდის გაჩნდებოდა დასაკეცი ტაბლეტები. CES 2022-ზე Asus-მა მოვლენების განვითარებას გაასწრო და მსოფლიოში პირველი დასაკეცი კომპიუტერი წარადგინა. 17-დიუმიანი ეკრანის მქონე კონვერტირებადი ტაბლეტის მთავარ უპირატესობას მისი დაკეცვა და ჩანთით ტარება წარმოადგენს.

თუმცა გარდა პორტაბელურობისა, დასაკეცი დისპლეის გამოყენება სხვადასხვა სახით იქნება შესაძლებელი. ასე მაგალითად, Zenbook 17 Fold OLED-ის 90 გრადუსით გადაკეცვა და ტაბლეტად გადაქცევა, ასევე ტრადიციულ ლეპტოპად გამოყენება და ეკრანისა და კლავიატურის განცალკევებაც კი იქნება შესაძლებელი.

Samsung Freestyle

Samsung-მა ახალი Freestyle - ულტრა მიმზიდველი, პორტატული პროექტორი წარადგინა, რომლის ტარება ყველგან იქნება შესაძლებელი. Samsung-ის ახალი გაჯეტი CES 2022-ზე ერთ-ერთი ყველაზე სასურველი პროდუქტია, მისი გამოყენება ძალიან მარტივია, პროექტორი რომელიც საშუალებას მოგვცემს ეფექტურად დავაპროექტოთ ეკრანი 30 დიუმიდან 100 ინჩამდე თითქმის ნებისმიერ ბრტყელ ზედაპირზე. 

Samsung Freestyle-ს უკვე უწოდეს იდეალური მოწყობილობა მილენიალებისა და Gen Z-ს თაობებისთვის.

Sony QD-OLED TV

სანამ მილენიალები და Gen Z თაობა ყველგან სატარებელი პორტატული პროექტორით ტკბებიან, CES-ზე Sony-ს იმ პროდუქტს წარმოგიდგენთ, რომელმაც ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია. სტანდარტული OLED ტექნოლოგიისგან განსხვავებით, QD-OLED იყენებს მხოლოდ ლურჯ შუქის დიოდებს, რაც თავის მხრივ საშუალებას აძლევს პანელს წარმატებით წარმოქმნას ფერების მთელი სპექტრი, რომელსაც ადამიანის თვალი აღიქვამს.

Samsung Home Hub

ერთი შეხედვით, Samsung Home Hub სხვა არაფერია, თუ არა Android ტაბლეტი ეკრანით, რომელიც სახლის სამართავად გამოიყენება. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის, ტაბლეტების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებიც განკუთვნილია ინდივიდუალური გამოყენებისთვის, Home Hub არის უნივერსალური ჭკვიანი სახლის დისტანციური პულტი მთელი სახლისთვის.

Home Hub არ არის მხოლოდ გამშვები Samsung-ის SmartThings აპისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ ის თქვენი ოჯახის რუტინების სამართავად და Samsung-ის სხვა სერვისების შესამოწმებლად, როგორიცაა SmartThings Cooking და SmartThings Clothing Care. ასევე შესაძლებელია ჰაერის მონიტორინგიც.

Samsung Home Hub მარტის თვიდან გაყიდვაში კორეაში ჩაეშვება, ამის შემდეგ კი ის უკვე გლობალურად იქნება ხელმისაწვდომი.

Schlage Encode Plus

შეიძლება ითქვას, რომ CES 2022 თითქმის მთლიანად მორგებული იყო სახლის ჭკვიან გაჯეტებზე. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროდუქტი, რომლის პრეზენტაციაც ვიხილეთ, Schlage-ის ახალი ჭკვიანი საკეტი გახლდათ, რომელიც თავსებადია Apple-ის Home Key ფუნქციასთან iOS 15-ში.

Schlage Encode Plus ისეთივე ფუტურისტულია, როგორც ჟღერს. მას შემდეგ, რაც სამაგრი დამონტაჟდება და დაყენდება Apple-ის სახლის გასაღებით, შეგიძლიათ მიხვიდეთ თქვენს წინა კარამდე, შეეხოთ თქვენს Apple Watch-ს ან iPhone-ს სმარტ საკეტს და შემდეგ ის უბრალოდ ... იხსნება. დამატებითი უსაფრთხოებისთვის, თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ და მოითხოვოთ Face ID, Touch ID ან პაროლი თქვენს iPhone-ზე კარის გასაღებად.

TP-Link Archer AXE200 Omni

 

რამდენად სწრაფადაც ვითარდება უკაბელო ქსელის ტექნოლოგია და ადაპტირდება ჩვენს სახლებში, მით მეტად ვცდილობთ მივიღოთ უსწრაფესი კავშირი ონლაინ თამაშებისთვის ან ფილმების სტრიმინგისთვის 4K რეზოლუციით. მათთვის, ვისაც არ სურს ქსელური როუტერის სისტემით სარგებლობა, TP-Link-მა არაორდინალური, ერთი წვდომის წერტილიდან უფრო სწრაფი და ეფექტური გავრცელების მქონე როუტერი წარადგინა.

6E-თან თავსებადი უკაბელო როუტერი არა მხოლოდ მოიცავს ოთხ გარე რეგულირებად ანტენას, რათა დაეხმაროს სიგნალების გაგზავნას სახლის კონკრეტულ ნაწილებში, სადაც ისინი ყველაზე მეტად საჭიროა, ის თავისთავად ახორციელებს ამ კორექტირებას მოტორიზებული მექანიზმებით, რომლებიც დამოუკიდებლად აკონტროლებენ თითოეული ანტენის კუთხეს და ორიენტაციას.

ზევით