#სამეფო ოჯახი

11 საკულტო სამკაული დედოფალ ელისაბედ II-ის კოლექციებიდან

გაზიარება:

დიდი ბრიტანეთის სამეფო მემკვიდრეობა ახლა ახალი მონარქის ხელშია, 8 სექტემბერს, 96 წლის დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მის უფროს შვილს ჩარლზს გადაეცა. მეფე ჩარლზმა უნიკალური მემკვიდრეობა მიიღო დედისგან, ახლა ჩარლზი ელისაბედ II-ის უძვირფასესი სამკაულების მფლობელიც გახლავთ, რომლებსაც დედოფალი ათწლეულების განმავლობაში დამსახურებულად ატარებდა.

1. იმპერიული სახელმწიფო გვირგვინი

1937 წელს, მეფე ჯორჯ VI-ის კორონაციისთვის შექმნილი იმპერიული სახელმწიფო გვირგვინი 2868 მოჭრილ ბრილიანტს, 17 საფირონს, 11 ზურმუხტსა და 269 მარგალიტს აერთიანებს. დედოფალმა ელისაბედ II-მ გვირგვინი პირველად 1967 წელს მოირგო, სპეციალურად დედოფლისთვის გვირგვინის ზომა დააპატარავებინეს. წლების წინ მიცემულ ინტერვიუში დედოფალმა აღნიშნა, რომ სიტყვით გამოსვლის დროს, გვირგვინის წონის გამო (რომელიც თითქმის ერთ კილოს იწონის) მას თავის დახრის საშუალება არ ჰქონდა და ამის ნაცვლად ნაწერი უნდა აეწია რაც შეიძლება მაღლა, რათა მისი წაკითხვა შესძლებოდა. დედოფალ ელისაბედ II-ს იმპერიული სახელმწიფო გვირგვინი უკანასკნელად 2016 წელს ამშვენებდა.

2. დედოფლის ნიშნობის ბეჭედი

პირად სამკაულებს შორის გახლდათ დედოფალ ელისაბედ II-ის სამკარატიანი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი, რომელიც ოდესღაც ედინბურგის ჰერცოგის გარდაცვლილი დედის, პრინცესა ალისის კუთვნილი დიადემის ნაწილი იყო.

3. გვირგვინი ამეთვისტო სამკაულების კომპლექტი

საკმაოდ შთამბეჭდავი ნაკრები აღჭურვილია ბრილიანტის გულსაბნევით, საყურეებით და ყელსაბამით და ცნობილია როგორც Crown Amethyst Suite of Jewels ან The Kent Amethysts. იგი თავდაპირველად დედოფალ ვიქტორიას დედას, კენტის ჰერცოგინიას ეკუთვნოდა.

4. შეყვარებულების კვანძი - გულსაბნევი

ბაფთის ფორმის ბრილიანტის გულსაბნევი კიდევ ერთი სამკაულია დედოფალ მერის საიუველირო კოლექციიდან, რომელიც 1953 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, დედოფალმა ელისაბედ II-მ მემკვიდრეობით მიიღო. მისმა უდიდებულესობამ გულსაბნევი 2011 წელს, ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის საქორწინო ცერემონიაზე მოირგო.

5. სახელმწიფო დიადემა

ბრილიანტის გვირგვინი, რომელიც ელისაბედ II-ს არა ერთხელ ამშვენებდა, 1820 წელს დედოფალ ვიქტორიას ბიძის მეფე ჯორჯ IV-ის კორონაციისთვის შექმნეს. მას ტრადიციულად ატარებენ დედოფლები და დედოფლის მეუღლეები პარლამენტის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე.

6. საფირონისა და ბრილიანტის ვიქტორიანული სეტი

დედოფალმა ელისაბედ II-მ მამის საქორწინო საჩუქარს, რომელიც საფირონის საყურეებისგან, გულსაკიდისა და ყელსაბამისგან შედგებოდა, დიადემა და სამაჯური თავად შემატა. ორიგინალი კომპლექტი 1850 წელს შეიქმნა, თუმცა დამატებით 2 სამკაული სეტს 1963 წელს შეემატა.

7. Cambridge and Delhi Durbar Parure

დედოფალ ელისაბედ II-ის კოლექციაში შემავალი ზურმუხტისფერი ყელსაბამი და ამავე ფერის საყურეები, ცნობილია როგორც Cambridge and Delhi Durbar Parure, ტიარას კი დედოფალ მერის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ტიარის სახელით ვიცნობთ.

8. დიდი ჰერცოგინია ვლადიმერ ტიარა

ტიარას უკან საკმაოდ საინტერესო ისტორია იმალება, ის ოდითგანვე მონარქის რელიკვიას წარმოადგენდა. ტიარა რუსეთის უკანასკნელი მეფის ნიკოლოზ II-ის დეიდას ვლადიმერას ეკუთვნოდა, სამკაულთან განშორება ჰერცოგინიას რევოლუციის პერიოდში მოუწია, თუმცა ბრიტანეთის დაზვერვის წევრებმა ჰერცოგინიას ძვირფასეულობის გადარჩენა მაინც მოახერხეს. ვლადიმირამ ტიარა ქალიშვილს საბერძნეთის პრინცესა ნიკოლას აჩუქა, რომელმაც დედის გარდაცვალების შემდეგ სამკაული დედოფალ მერის მიჰყიდა. როდესაც დედოფალი გარდაიცვალა, ელისაბედ II-მ ტიარა მემკვიდრეობით მიიღო.

9. დედოფალ მერის ტიარა

სამკაული, რომელიც დედოფალს ქორწილის დღეს ამშვენებდა, ისეთივე მყიფეა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ფაქტობრივად, ის ქორწილის დღესვე დაზიანდა და მისი შეკეთება ექსტრემალურ პირობებში გახდა საჭირო.

10. ბრაზილიური აკვამარინის ტიარა

ბრაზილიელებმა დედოფალს ბრილიანტისა და აკვამარინის საყურე და ყელსაბამი კორონაციისთვის აჩუქეს. მოგვიანებით, დედოფალმა თავის იუველირს სამკაულებისთვის შესაფერისი დიადემის დამზადება დაავალა.

11. იაპონური მარგალიტის ჩოკერი

80-აინ წლებში ეს ჩოკერი იაპონიის მთავრობამ სპეციალურად დედოფლისთვის შეაქმნევინა, ოთხჯაჭვიანი მარგალიტისა და ბრილიანტების ჩოკერი ახლახან უელსის პრინცესაზე შენიშნეს.

ზევით