როგორ დავინახეთ ჩრდილოეთის ციალი „ავრორა“ საქართველოდან?
#დედამიწა5 ნოემბერს ღამით, სოციალური ქსელები ყაზბეგის, რაჭისა და უშბის თავზე აკიაფებული წითელი ცის ფოტოებით რომ გადაჭრელდა, ალბათ ყველამ ის გავიფიქრეთ, რომ საქმე მორიგ ფეიკ ნიუსთან გვქონდა. თუმცა, მალევე დავრწმუნდით, რომ პოლარული ნათება „ავრორა“, ჩრდილოეთიდან საკმაოდ შორს, საკუთარი ფეხით ჩამობრძანებულა საქართველოში.