ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა 4 ახალი სპორტის სახეობით დაგვიბრუნდა
#სპორტისპორტული შეჯიბრების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა დღეს, 23 ივლისს დაიწყო და 8 აგვისტომდე გასტანს. ისტორიაში მეორედ, იაპონიის დედაქალაქი ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს, სადაც 206 ქვეყნის 11 ათასზე მეტი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა 2020 წელს იყო ჩანიშნული, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ოლიმპიურმა თამაშებმა 1 წლით გადაიწია, თუმცა ღონისძიებამ სახელი შეინარჩუნა.