#იამაყეთ! 23 წლის ქართველი ჩოგბურთელი - მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის ტურნირის ჩემპიონი გახდა. მარიამმა ფინალურ შეხვედრაში რუსი ათლეტი - ვალერია სავინიხი დაამარცხა. მსოფლიოს 195-ე ჩოგანმა ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე ტურნირის (ITF60k - President’s Cup) ფინალურ შეხვედრაში გამარჯვება სამ სეტში მოიპოვა.

ბოლქვაძისა და სავინიხის შეხვედრის პირველი სეტი რუსი ჩოგნის სასარგებლოდ 6:4 დასრულდა. ეს იყო პირველი და უკანასკნელი სეტი, რომელიც მარიამმა მთელი ტურნირის მანძილზე დათმო. 23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე სეტი 6:3, ხოლო მესამე სეტი 6:2 მოიგო და ყაზახეთის ტურნირის პირველობა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძე შვედ ჟაკლინ ავადთან ერთად წყვილთა ტურნირის ნახევარფინალშიც იყო გასული, თუმცა მათ რუსულ დუეტთან თამაშზე უარი განაცხადეს.