ამერიკულმა მინისერიალმა The Queen’s Gambit-მა (ლაზიერის გამბიტი) საჭადრაკო სამყაროს მიმართ წარმოუდგენელი ყურადღება მიაპყრო, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ერთი-მეორის მიყოლებით იძებნებოდა ის გენიალური მოჭადრაკე ქალი, რომლის მიხედვითაც ბეთ ჰარმონის ისტორია დაიწერა, მიუხედავად იმისა, რომ ბეთის პერსონაჟი მწერლის მიერ გახლდათ გამოგონებული, მის შთაგონებას ქართველები და უცხოელები ხშირად უკავშირებდნენ მსოფლიო ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილს.
საკითხის რეზონანსულობიდან გამომდინარე, მსოფლიომ მალე შეიტყო ნონა გაფრინდაშვილის ფენომენის შესახებ, თუმცა ჩვენს ქვეყანას კიდევ ჰყავს დედოფლები, რომელთა გაცნობასაც სამყარო იმსახურებს და სწორედ ამ მიზნით, რეჟისორმა თათია სხირტლაძემ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სახელწოდებით: „დიდება დედოფალს“.
„დიდება დედოფალს“ არის ფილმი ოთხი მოჭადრაკე ქალის, საბჭოთა ეპოქის ინტელექტუალური ძალაუფლებისა და ემანსიპაციის სახეების არაორდინალურ წარსულსა და აწმყოზე: ესენი არიან ქართული და მსოფლიო ჭადრაკის გმირები - ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე და ნანა იოსელიანი.
დოკუმენტური ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 4 ივნისს გაიმართება, ბილეთების შეძენა ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.
Amazon Prime-ის ახალი სერიალი Off Campus რომანტიკული დრამების ჟანრს ახალ სიცოცხლეს სძენს. სერიალი ელ კენედის პოპულარულ წიგნებს ეფუძნება და მაყურებელს საინტერესო თინეიჯერულ დრამაში ეპატიჟება.
TheDiary-ის ახალი Cover Story საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. მისი მთავარი გმირები მსახიობი აპოლონ კუბლაშვილი და „დელფოსის“ გამორჩეული კოლექციაა, რომელიც თითბრისგან შექმნილ მოვერცხლილ და მოოქრულ ფიგურებს აერთიანებს.