„ამრა“ - თავისუფლების კუნძული სოხუმში
#მოგზაურობარესტორანში „ამრა“ სოხუმის გამორჩეული მულტიკულტურული და მულტინაციონალური ხალხი იყრიდა თავს. პოეტები, მხატვრები და არამხოლოდ, მიირთმევდნენ ყავას, გაცვლიდნენ იდეებს და სოხუმის ბულვარში კამათელსაც გააგორებდნენ, „დუ-შაში“. სოხუმი იყო ურთიერთობები - ასე იტყვიან ხოლმე, „ამრა“ კი, ადგილი, სადაც ეს ურთიერთობები ყალიბდებოდა და ვითარდებოდა. „ამრას“ მდებარეობაც ხელსაყრელი იყო შემოქმედებითი ურთიერთობებისთვის. აქედან ქალაქი ხელისგულზე მოჩანდა და ირგვლივ ზღვა და ზღვაში მიმოფანტული ხომალდები და აფრიანი ნავები.