შემოდგომა რომ ოფიციალურად კახეთს ეკუთვნის ამაზე ყველა ერთხმად ვთანხმდებით. კახური შემოდგომა ოქროსფერია, ქარვისფერია და ქვევრისფერია ერთდროულად და არაფერი ისე არ უხდება ამ დიდებულ კუთხეს, როგორც შემოდგომის მზე, ქვევრის ღვინო და ჯაზი, ჰო, ჰო არ მოგესმათ, ჯაზი! ყველაფერი კი უიკენდზე, წინანდლის მამულში დატრიალდა, იტალიურმა სვინგ კვინტეტმა Rudy Valentino & Baleras ნამდვილი ჯაზ ცეცხლი დაანთო კახურ სცენაზე. კი, გვიყვარს ქართველებს მუსიკა, თან ძალიან, ღვინოც გვიყვარს, კარგი კახური, ქვევრის. კარგი მუსიკა და კარგი ღვინო კი Jazz & Wine ფესტივალზე წინანდალში საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი.
იტალიური ჯაზ ფესტივალზე იტალიური მხოლოდ ჯაზი როდი იყო, სიცილიელმა კულინარებმა სპეციალურად ამ ფესტივალისთვის გასაოცარი კერძები მოამზადეს და ვინც დაგემოვნება მოასწრო, დამეთანხმება, ეს კერძები ნამდვილი კულინარული შედევრი იყო.
საღამოს გაჯაზებაზე კი ქართული, საოჯახო ღვინის კომპანიებმა იზრუნეს. არაერთი გასაოცარი ღვინო იყო წარმოდგენილი და მათ შორის თავად წინანდლის მამულის ღვინოები. წინანდალის მამულის "წინანდალი" დიდი ხანია ჩემი ფავორიტი ღვინოების სიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, თუმცა წინანდლის მამულის მეღვინეობის კომერციული დირექტორის, კოკა არჩვაძის რეკომენდაციით Jazz & Wine 2021 - ფესტივალიდან კიდევ ერთ განსაკუთრებულ ღვინოზე გავამახვილებდი ყურადღებას, რომელიც ასევე ჩემ ფავორიტ ღვინოდ იქცა და ეს არის Gvaramadze Winery-ის "წარაფი".
დღის პროგრამის გაგრძელებად ჯადოსნური მუსიკალური პროექტი “United Pianists” იქცა. ჯაზითა და ღვინით განებივრებულ საზოგადოებას შესაძლებლობა მოგვეცა ორ როიალზე ოთხი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი პიანისტის მიერ შესრულებული ჩარლი პარკერის თემები მოგვესმინა. მაღალი რანგის მუსიკოსები დენი გრისეტი (აშშ), მიხალ ტოკაი (პოლონეთი), რობერტ ტარენზი (იტალია) და პაპუნა შარიქაძე (საქართველო) პირველად წინანდალში შეხვდნენ ერთმანეთს, შესაბამისად, ეს კონცერტი ჯაზის საუკეთესო ტრადიციების თანახმად, უმეტესად, იმპროვიზებული იქნა.
მშვიდი შაბათი დღე არც ისე მშვიდი აღმოჩნდა წინანდალში, ჯაზმა, ღვინომ და კულინარიამ თავისი სათქმელი თქვეს, თუმცა არანაკლებად მნიშვნელოვანი სიტყვით გამოვიდა გვიან საღამოს ორი მუსიკოსი, რომლებმაც "პოსტკოვიდ" საზოგადოებას ნამდვილი ფეიერვერკი მოგვიწყვეს. დიახ, დიდი ხანია ასე და ამდენი არ მიცეკვია. დიჯეი "მაესტრო" ვნებით დაეშვა მუსიკალური ემოციის ორომტრიალში, თან გაიყოლა ჰოლანდიაში მოღვაწე გერმანელი საქსოფონისტი, სიუზან ალტმა და მათთან ერთად ჩვენც, ჯაზის მოყვარულები და ამ ემოციით ვიქნებით მანამ, სანამ Eastern Promotion ახალ, გასაოცარ ჯაზ ფესტივალს არ შემოგვთავაზებს.
ხალხის ემოციის გასაზიარებლად კი, ჩვენი ფოტოგრაფის ანა ნაყოფიას ფოტოები დაათვალიერეთ:
წლევანდელმა ოსკარებმა უკვე ჩაიარა და უამრავი განსახილველი თემაც დაგვიტოვა. გამარჯვებულების დასახელებასთან ერთად, განსაკუთრებულად ველოდით წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქებს. და აი, ის დროც დადგა – შევაფასოთ, რომელი ვარსკვლავის ჩაცმულობა გამოირჩეოდა ყველაზე მეტად.
Dolce & Gabbana-ს 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია Cool Girls - თავდაჯერებულობა, ფუფუნება და თანამედროვე ესთეტიკა. გაიგეთ, როგორ აერთიანებს ბრენდი ტრადიციასა და ინოვაციას.
თბილისის ყველაზე ესთეტიკური რესტორნები – უნიკალური ინტერიერი, გემრიელი კერძები და განსაკუთრებული ატმოსფერო. აღმოაჩინეთ საუკეთესო კაფეები და რესტორნები, სადაც თანამედროვე ესთეტიკა ძველი თბილისის ხიბლს ერწყმის.