მარადიული თავსატეხი - როგორ შევარჩიოთ სწორი ზომის ლიფი?
#მოდამარადიულ შეკითხვაზე „რა ზომის ლიფი უნდა ჩავიცვათ“, სწორი პასუხი არსებობს! მთავარია ჩვენი სხეულის მონაცემებიდან გამომდინარე, ლიფის ზომა სწორედ გამოვთვალოთ.
მარადიულ შეკითხვაზე „რა ზომის ლიფი უნდა ჩავიცვათ“, სწორი პასუხი არსებობს! მთავარია ჩვენი სხეულის მონაცემებიდან გამომდინარე, ლიფის ზომა სწორედ გამოვთვალოთ.
ცხელ ზაფხულ ახალი რომანის გარეშე არ ჩაუვლია, როდესაც გვეგონა, რომ სეზონი სიახლის გარეშე მიილია, ტაბლოიდებში სიახლე გამოჩნდა, რომელიც ზოი კრავიცისა და ჩენინგ ტატუმის სავარაუდო ურთიერთობის შესახებ გვაუწყებდა. სულ რაღაც ერთი კვირა აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ მითქმა-მოთქმა რეალობად ქცეულიყო და ჩვენც ახალი და საოცრად მოდური წყვილის თვითმხილველნი გავხდით.
პეტ ნიქსონმა კოსტუმებს დაუდო სათავე შარვლებით, ბეტი ფორდმა პრინტიანი ყელსახვევები გახადა მოდური, როსალინ კარტერმა ბოჰო სტილი გააკერპა, ნენსი რეიგანმა კი "რეიგანის წითელი" საკუთარ ნიშად აქცია. ამერიკის შეერთებული შტატების თითოეულ პირველ ლედის ჰქონდა საკუთარი მოდური მომენტი, თუმცა ჟაკლინ კენედი ერთადერთია, რომლის მსგავსად დღემდე ვიმოსებით.
ამერიკელი სუპერმოდელი, ბელა ჰადიდი ზაფხულის უკანასკნელ დღეებს ლონდონში მარკ კალმანთან ერთად ატარებს, ბელამ Instagram-ზე ახალი ფოტოების კოლაჟი გამოაქვეყნა, რომელშიც მოდელს 90-იანი წლებით შთაგონებული ჯინსის შარვალი, შავი ტოპი და დიდი ზომის ტყავის მოსაცმელი ამშვენებს.
აგვისტოს დღეები თითქმის მიიწურა, თუმცა რჩეული საზაფხულო ბრენდებითა და მათი კოლექციებით ტკბობა ვერ მოვასწარით, ამიტომ მათ შეძენას და ტარებას გვიანი ზაფხულის და სექტემბრის დასაწყისშიც აქტიურად ვაპირებთ. დღეს, არჩევანი ნაკლებად სახელგანთქმულ, თუმცა განუმეორებელ ფრანგულ ბრენდებზე გავაკეთეთ, რომელთა შესახებ ახლაც უნდა შევიტყოთ.
დედოფალ ელისაბედ II-ის უმცროსი და - პრინცესა მარგარეტი რომ გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ქალად ითვლებოდა, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება, თუმცა მისი საზაფხულო ვოიაჟის, ყველაზე ცხელი სეზონის ჩაცმულობებისა და ზღაპრული თავგადასავლების ამსახველ ფოტოსურათებს მხოლოდ ახლა ვეცნობით.
როზი ჰანთინგთონ-უაითლის და ჯეისონ სტეთჰემის ოჯახი იზრდება, სუპერმოდელმა Instagram პლატფორმა და სარკეში გადაღებული თვითფოტოები სიახლის მთელი მსოფლიოსთვის გასაზიარებლად გამოიყენა - როზი და ჯეისონი მეორე შვილს ელოდებიან.
1883 წლის 19 აგვისტოს ქვეყანას მოდის სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა - კოკო შანელი მოევლინა. თავისუფლების დიდი ქომაგი და საკუთარ საქმეზე შეყვარებული, ბრძენი და გულუხვი ქალი Chanel-ის სახლის იმპერიის სულისჩამდგმელი გახლდათ. გაბრიელა შანელი იყო რევოლუციონერი, რომელმაც თავისი ბრწყინვალე იდეებით მოდის სამყარო სამუდამოდ შეცვალა, მან ქალებს საშუალება მისცა ყოფილიყვნენ ძლევამოსილნი, სექსუალური და მასკულინური ერთდროულად, ჩამოაყალიბა მომავლის ხედვა და თანამედროვეობას რამდენიმე ათეული ნაბიჯით გაუსწრო.
ჩოგბურთის ვარსკვლავის, Grand Slam-ის 23 გზის გამარჯვებულის სერენა უილიამსის სპონსორს 2003 წლიდან სპორტული სამოსის ბრენდი Nike წარმოადგენდა, ჩოგბურთელსა და გიგანტ კომპანიას შორის კოლაბორაცია რამდენჯერმე შედგა, ახლა კი სერენა უილიამსი Nike-სთვის საკუთარ დიზაინებს ქმნის.
მოდის სამყაროში ტრენდული ჩანთები მარტივად არ ჩნდება, მას ჯერ ცნობილი დიზაინერები წარგვიდგენენ მაღალი მოდის სახლებიდან, შემდეგ მოდის ინფლუენსერები მოირგებენ წარმატებით და ბოლოს ჩნდება ყველაზე ტრენდული ჩანთის რეპლიკები, რომლებიც ბიუჯეტურ მაღაზიებშიც ხელმისაწვდომია.