დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას ექსტრავაგანტური და დასამახსოვრებელი შოუები ახასიათებთ, ყოველი მათი ჩვენება მინისპექტაკლია, რომელშიც ყოველთვის ჰოლივუდური ოლიმპის ათეულობით ვარსკვლავია ჩართული. არც გასულ ღამეს დაიშურა რესურსები და Dolce & Gabbana-მ ყველაზე ფანტასმაგორიული შოუ გამართა, შოუ, რომელიც პოსტპანდემიურ პერიოდში უბრალოდ ჭექა-ქუხილს ჰგავდა მოწმენდილ ცაზე.
მიუხედავად იმისა, რომ იტალიასა და იტალიელებს ბევრი ვერაფრით გააოცებთ, ის, რაც გასულ ღამეს წმინდა მარკის მოედანზე დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანამ დაატრიალეს, ისეთი ძველი ქალაქისთვისა კი, როგორიც ვენეციაა, მეტისმეტი აღმოჩნდა. ფეიერვერკული ჩვენება, სადაც მაყურებლებიც კი შესაშურნი იყვნენ. წარმოიდგინეთ Dolce & Gabbana-ს სამოსში გამოწყობილი ვარსკვლავთ სტუმრები - ჯენიფერ ლოპესი, მონიკა ბელუჩი, კრის ჯენერი, კორტნი კარდაშიანი, კიარა, კრისტიან ბეილი, ჰელენ მირენი, შერენ სტოუნი...
დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას ინსპირაცია ყოველთვის იტალიაა და სხვა არაფერი. ამ ჯერზეც, ალტა მოდას კოლექციაში დიზაინერებმა მასპინძელი ქალაქი და მისი ადგილობრივ შემოქმედებით კულტურა ასახეს. საღამოს განსაკუთრებულობა, ვენეციური ცის შეფერილობამაც შექმნა და მიუხედავად იმისა, რომ არხების ქალაქისთვის ჩვეულ რიტმში, ჩვენების მსვლელობისას წვიმის წვეთებმა ციდან ნელ-ნელა დაშვება დაიწყეს, საღამოს ჩაშლა მაინც ვერ მოახერხეს. როგორც, დომენიკო დოლჩემ მოგვიანებით ახსნა, ის ქრისტიანია და მარიამ ღვთისმშობელს შეევედრა, რომ წვიმა დროებით შეეჩერებინა. ასეც მოხდა. თუმცა, ჩვენების დასრულებიდან რამდენიმე წუთში, სტუმრები წვიმის წვეთებით უხვად დაასაჩუქრა.
ლენი კრავიცის პარიზული რეზიდენცია Hotel de Roxy ფრანგული არქიტექტურის, პირადი ისტორიებისა და მუსიკალური მემკვიდრეობის ერთგვარი სინთეზია. 1920-იან წლებში აგებული ვილა დღეს უკვე ლენის ხელწერით გაფორმებული სივრცეა, სადაც იხილავთ ხელოვნების ნიმუშებს, ოჯახურ რელიქვიებსა და მუსიკოსის გრემის ჯილდოებს. სახლი, რომელიც ლენიმ დედამისს მიუძღვნა, სიმბოლურად როქსის ოცნების ასრულებად იქცა.
როცა დღეები ღამეზე გრძელია და ქალაქის პარკები მზის მოყვარულებით ივსება, ჰარი სტაილზიც „გამოიზაფხულებს“ ხოლმე, ივიწყებს მსოფლიო პოპ ვარსკვლავის სტატუსს და ქუჩებში ისე გადაადგილდება, თითქოს ჩვეულებრივი ლონდონელი იყოს.
ენტონი ვაკარელო Saint Laurent-ის მემკვიდრეობას აგრძელებს, თუმცა თანამედროვე შტრიხებით. მატილდა გვარლიანი კამპანიის მთავარი გმირია – ბუნებრივად ირგებს ამ თავშეკავებულ ამბოხს.