Louis Vuitton Resort 2023-ის ჩვენება და მატილდა გვარლიანი პოდიუმზე
#მოდაLouis Vuitton-ის კრეატიულმა ხელმძღვანელმა დიდი ხნის ოცნება აისრულა და მოდის სახლის საკრუიზო ჩვენება კალიფორნიაში, სან დიეგოში ბიოლოგიური კვლევების Salk Institute-ის შენობაში გამართა. ნიკოლა ჟესქიერი ამ შენობით მას შემდეგ იყო აღფრთოვანებული, რაც მისი ფოტოები Louis Vuitton-ის გამოცემის გარეკანზე 2019 წელს იხილა.