მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ამერიკული მოდის ზეიმი გრძელდება, ტრადიციულად მაისის პირველ ორშაბათს, კერძოდ კი 2022 წლის 2 მაისს, წლის ყველაზე გრანდიოზული კოსტიუმირებული საღამო Met Gala გაიმართება. თუ წამით თავში ის აზრი გაგიელვებთ, რომ გასულ წელს საქველმოქმედო საღამოს თითქოს სულ ახლახან მიადევნეთ თვალი, თქვენ არ ცდებით, 2021 წელს Met Gala შეცვლილი თარიღით წარსდგა ჩვენ წინაშე და მაისის ნაცვლად სექტემბრის პირველ ორშაბათს გაიმართა.
ბლეიკ ლაივლი და ჯიჯი ჰადიდი, Met Gala 2018
საქმე ის გახლდათ, რომ covid 19-ით გამოწვეული შეზღუდვების გამო 2020 წლის ღონისძიება ავტომატურად გაუქმდა, 2021 წელს კი მაისის დასაწყისში რეგულაციების სრული დაცვით საქველმოქმედო საღამოს გამართვა მაინც ვერ ხერხდებოდა, სწორედ ამიტომ ღონისძიების ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება და Met Gala 2021 წლის სექტემბერში გადაიტანეს და ერთდროულად ორი თემა შეარჩიეს.
რიანა, Met Gala 2017
ორნაწილიანი ინსტალაციის პირველი ნაწილი - In America: A Lexicon of Fashion სექტემბრის თვეში მოეწყო, მეორე თემა In America: An Anthology of Fashion კი 2022 წლისთვის შემოინახეს. ამერიკული მოდის ინკლუზიურობას, ახალგაზრდა დიზაინერების მხარდაჭრასა და მათი მრავალფეროვნების ხაზგასმას გასულ წელს უკვე მივადევნეთ თვალი ახლა დროა ამერიკული მოდის ანთოლოგიას, კერძოდ კი 1870-90-იან წლებს მივადევნოთ თვალი.
კენდალ ჯენერი, Met gala 2021
2022 წლის Met Gala-ს თანაორგანიზატორები, ანა ვინტურისთან, ტომ ფორდთან და ადამ მოსერისთან ერთად, წელს ბლეიკ ლაივლი, რაიან რეინოლდსი და ლინ-მანუელ მირანდა იქნებიან.
ბუნებრივია, Met Gala ამჯერადაც თავისი წესებით მოქმედებს, თუ ორგანიზატორები ამბობენ, რომ წლის თემა ამერიკული მოდის ანთოლოგიაა, დრესს კოდი კი მოოქროვილი გლამური, მაშინ საქველმოქმედო საღამოს სტუმრებს მოუწევთ ყურადღებით შეარჩიონ კოსტიუმირებული საღამოსთვის სამოსი და თემიდან არ ამოვარდნენ.
ბელა ჰადიდი, Met Gala 2019
1870-90-იანი წლების ამერიკული მოდა, ექსტრავაგანტური სილუეტები და პომპეზური აქსესუარები სულ რაღაც 6 დღეში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში გაცოცხლდება. ყველა მოუთმენლად ელის იხილოს ამერიკული მოდა 2 საუკუნის წინ, დამახასიათებელი დრეს კოდებითა და გამომხატველობით, ვინ როგორ აუღებს ალღოს 2022 წლის თემას, ვის ვიხილავთ წითელ ხალიჩაზე, რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ ცნობილებისგან და მათი დიზაინერებისგან, ამას სულ რამდენიმე დღეში ერთად შევიტყობთ.
ნაომი კემპბელი, Met Gala 2019
ღონისძიებას ხელოვნების, მოდის, კინემატოგრაფიისა და მუსიკის სფეროში მოღვაწე ვარსკვლავები 1948 წლიდან ესწრებიან, იმ მომენტიდან, როდესაც ელეანორ ლამბერტმა თავის დიდებულ იდეას ხორცი შეასხა და ათწლეულების განმავლობაში ყველაზე წარმატებულად ახერხებს საქველმოქმედო საღამოს გამართვასა და მეტროპოლიტენ მუზეუმის კოსტუმების ინსტიტუტისთვის შემოწირულობის შეგროვებას. ყველაზე დიდი თანხა Met Gala-ს 73-წლიანი ისტორიის განმავლობაში 2014 წელს შეგროვდა და 12 მილიონი დოლარი შეადგინა.
ანოკ იაის კარიერაში განსაკუთრებული მნიშვნელობა 2018 წელს ჰქონდა, როცა მილანში Prada-ს ქალთა კოლექციის ჩვენების გახსნა სწორედ მას ანდეს. შემდეგ წლებში იყო ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობა, როგორიცაა Saint Laurent, Balmain, Prada და Estée Lauder.
Saint Laurent-ის Resort 2026 კოლექციაში ენტონი ვაკარელო ინარჩუნებს ბრენდის კლასიკურ კოდებს და მათ ახალ ინტერპრეტაციას სძენს. სპორტული ელემენტები და აბრეშუმის მოკლე შორტები ქმნის კოლექციას, რომელიც ერთდროულად ახალია და ამავდროულად Saint Laurent-ის არქივითაა შთაგონებული.