ახალი Cruise კოლექციისთვის Chanel-ის კრეატიულმა ხელმძღვანელმა ვირჯინია ვიარდიმ მონტე კარლოს გლამურისა და ფორმულა 1-ის სამყაროს სპორტული სტილის ტანდემი შემოგვთავაზა.
ფრანგული მოდის სახლი მონტე-კარლოს სანაპიროს დაუბრუნდა და მდიდრულ სასტუმროში, მონაკოს ცენტრში 2022 წლის Cruise Show გამართა. ახალი კოლექციის ჩვენებას წინა რიგებიდან კრისტენ სტიუარტი, ტილდა სუინტონი და Bigbang's G-Dragon ესწრებოდნენ, ცნობილ ადამიანთა შორის იყვნენ მონაკოს პრინცესას გრეის კელის შთამომავლები - პრინცესა კაროლინა და მისი ქალიშვილი შარლოტა კაზიგარი.
ჩვენების ლოკაციად მონაკოს შერჩევა შემთხვევითი არ ყოფილა, თუ წამით მაინც დავუშვებთ იმ ფაქტს, რომ Chanel და მისი შემოქმედებითი ჯგუფი შემთხვევით რაიმეს აკეთებს. პარიზელი დიზაინერი კოკო შანელი ყურებამდე ყოფილა შეყვარებული ამ ქვეყანაზე და იქ ექსტრავაგანტურ ვილასაც ფლობდა. მოგვიანებით მონაკოს სიყვარული კარლ ლაგერფელდმაც გაიზიარა, ახლა კი ვირჯინია ვიარდის ჯერია ეს მხარე თავდავიწყებით შეიყვაროს.
„მონაკოსთან პირველ ყოვლისა გრძნობები მაკავშირებს, ის ხომ კარლია კაროლინაა, შარლოტაა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩვენებას აქ გავმართავდი, უფრო სწორედ კი Beach Hotel-ის წარვადგენდი კოლექციას, ეს ხომ კარლის ოცნება იყო. ამ შესანიშნავი ადგილიდან იდეალურად მოჩანდა მისი ვილა La Vigie. არასდროს დამავიწყდება აქ გატარებული დრო: ტერასები და აივნები, დიდი ქოლგები, ყვავილების კალათები - ამდენი სილამაზე“ - განაცხადა ვირჯინია ვიარდიმ.
თუკი ამ დრომდე, ვირჯინია ვიარდის ხელწერა ავტომატურად კარლ ლაგერფელდთან იყო ასოცირებული და ლეგენდარული დიზაინერის გარდაცვალების შემდეგ, მისმა საუკეთესო მოსწავლემ კარლის სტილი და გემოვნება რამდენიმე ჩვენებაში მიყოლებით გაიზიარა, ახალ ჩვენებაში ვირჯინია, როგორც Chanel-ის დიზაინერი ყველაზე დიდი დოზით ვიხილეთ. ჩვენ საშუალება მოგვეცა ბრენდის ახალი კრეატიული ხელმძღვანელის სამყაროში შეგვეხედა და თვალი მიგვედევნებინა, იმაზე თუ როგორ გარდაქმნის ის ლეგენდარულ მოდის სახლს.
Chanel-ის საკულტო პიჯაკების, სილუეტებისა და ბრენდის მონოგრამის პრინტთან ერთად, 2023 წლის Cruise Show-ში ვიხილეთ ტილოს ნაჭრის ორეულები და კომბინეზონები, ტვიდი, ფერად პრინტიანი კაბები, ნაქარგები და დიდი რაოდენობით სპორტული სტილი.
GMT-ის საათების მაღაზიათა ქსელის ბრენდების პორტფოლიოს GUESS Watches შეემატა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი fashion watch ბრენდი, რომელიც უკვე ოთხი ათწლეულის განმავლობაში განსაზღვრავს მოდური საათების ტენდენციებს.
Lisi Wonderland-ის თავდაგასავალს ლეგენდარული ფრანგული კონიაკის სახლი - Hennessy წელს პირველად შეუერთდა. ფესტივალი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ მუსიკალური ღონისძიების ჩარჩოებს - ის თავისუფლების, კრეატიულობისა და თანამედროვე ურბანული კულტურის მთავარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამიტომ, Hennessy-ის ფესტივალზე გამოჩენა აბსოლუტურად ბუნებრივი და ორგანული ნაბიჯი იყო.