Signature Look - თამი ლოლი
#მოდაToo glam to give a damn - ამ ფრაზით შეგვიძლია შევაფასოთ Instagram ბლოგერის - თამი ლოლის სტილი, რომელიც პირად გვერდზე fashion და lifestyle კონტენტს გვთავაზობს.
Too glam to give a damn - ამ ფრაზით შეგვიძლია შევაფასოთ Instagram ბლოგერის - თამი ლოლის სტილი, რომელიც პირად გვერდზე fashion და lifestyle კონტენტს გვთავაზობს.
Signature Look ონლაინ ჟურნალი The Diary-ის ახალი რუბრიკაა, რომელშიც საკუთარი ხედვითა და გემოვნებით შექმნილ Look-ებს ყველაზე გამორჩეული ქართველი ინფლუენსერები, თუ მოდის ბლოგერები შემოგვთავაზებენ. ამჯერად Instagram-ის მიმდევრებისთვის კარგად ნაცნობი IT გოგოს, მარიამ კუხალაშვილის სტილის ხელწერას გაგაცნობთ.
Gucci-მ თავისი საკულტო Horsebit 1955 ჩანთით, ეთიკური მომავლისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. კიდევ უფრო ამაღელვებელი, ის არის, რომ ახალ კამპანიაში მოდის სახლი ბილი აილიშთან გაერთიანდა, სენსაციურ მუსიკოსთან, რომელიც ცნობილია პოზიციების თამამად დაფიქსირებით, როდესაც საქმე მდგრად მოდას, თუ ცხოველების უფლებებს ეხება.
Rugby World Cup France 2023-ის დრამატული ფინალი ახალი ზელანდია vs სამხრეთ აფრიკა, ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა დამსახურებულად დაისაკუთრა წლევანდელი თასი, რომელიც რამდენიმე საათით ადრე მოედანზე, Louis Vuitton-ის ჩანთით სოფი ტერნერმა და დენ დაზელმა წარადგინეს.
Alexander McQueen-ის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის ემოციური კოლექციის წარდგენიდან და სარა ბარტონის დამშვიდობებიდან რამდენიმე დღეში, მოდის სახლმა ახალი კრეატიული ხელმძღვანელი დაასახელა შონ მაკგირი დაასახელა.
ლელა წურწუმიას გამოჩენა დემნა გვასალიას SS24-ის Balenciaga-ს ჩვენებაზე და კულისებს მიღმა "მეგრული კლანის" გაერთიანება, კვირის მთავარ სიახლედ იქცა. პარიზული ვოიაჟის დეტალებზე, Balenciaga-ს კოლექციის ჩვენების წინა რიგებში ჯდომის გამოცდილებასა და გაზიარებულ ემოციებზე ლელამ, გასულ ღამეს საავტორო გადაცემა მხოლოდ ლელასთან პირდაპირ ჩართვაში ისაუბრა და რამდენიმე მხიარული დეტალიც გაგვიზიარა.
ELIE SAAB-მა 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია, სახელწოდებით "მთვარის ჩრდილი", Palais de Tokyo-ში სავსე მთვარეობისას წარადგინა. ელეგანტური, ქარიზმატული და მთვარის ჩრდილის მატარებელი ELIE SAAB-ის ქალი თამამად მიჰყვება ღამის ნათებას. მან კარგად იცის, რომ ზურგს მთვარის შუქი და ხმელთაშუა ზღვის ესთეტიკა უმაგრებს.
Balenciaga SS24-ის ჩვენებაზე დემნას დედის გამოჩენას სოციალურ ქსელში გურამ გვასალიაც გამოეხმაურა: „ვამაყობ, Balenciaga-ს შოუ დედაჩემმა რომ გახსნა. სამწუხაროა, რომ მე არ ვიყავი მიწვეული, რათა ეს მომენტი საკუთარი თვალით მენახა. ვლოცულობ ჩემი ძმის სულისთვის. ღმერთმა დალოცოს ის“ - დაწერა მან.
პარიზის მოდის კვირეული ცხელ ფაზაში გადავიდა, ჩვენებების ყოველი დღე და თითოეული ახალი შოუ ერთი-მეორეზე დიდებული და სანახაობრივია. გასულ ღამეს, Balmain-სთვის, 2024 წლის გაზაფხული/ზაფხული კოლექცია ოლივერ რუსტინგმა წარადგინა, ახალგაზრდა დიზაინერის შემოქმედებამ მნიშვნელოვანი გამოხმაურება დაიმსახურა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე ახალი კოლექციიდან 50 სილუეტი მოიპარეს.
წითელ ხალიჩაზე, მოდის კვირეულსა და ოფიციალურ მიღებებზე, ჩვენი საყვარელი სელებრითების შეუდარებელი სტილის მომენტებს მიღმა, პირადი სტილისტები იმალებიან, რომლებიც ამ საკულტო ლუქების შემოქმედებად უნდა მივიჩნიოთ. სელენა გომესის პარიზული სილუეტებიდან დაწყებული, ადელის დახვეწილი საკონცერტო კოსტიუმებითა და ჰეილი ბიბერის Strawberry-Glaze ჩაცმულობით დამთავრებული, იმ 5 პირად სტილისტს წარმოგიდგენთ, რომლებიც ჩვენი საყვარელი ცნობილი ადამიანების სამოსს მიღმა დგანან.