ELIE SAAB-მა 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია, სახელწოდებით "მთვარის ჩრდილი", Palais de Tokyo-ში სავსე მთვარეობისას წარადგინა. ელეგანტური, ქარიზმატული და მთვარის ჩრდილის მატარებელი ELIE SAAB-ის ქალი თამამად მიჰყვება ღამის ნათებას. მან კარგად იცის, რომ ზურგს მთვარის შუქი და ხმელთაშუა ზღვის ესთეტიკა უმაგრებს.
ლაჟვარდოვანი ფერებით, მბზინავი დეტალებითა და თავისუფალი სილუეტებით, ELIE SAAB-მა პარიზის მოდის კვირეულზე გამოანათა. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ყოველთვის მდიდრული ღამის წვეულებების ესთეტიკასთან და გლამურთან ასოცირდება, ამჯერად მოდის სახლმა ფართო მასებზე გათვლილი, smart-casual სტილის სამოსთან ნაზავი წარმოადგინა.
ქამრიანი კომბინეზონებით დაწყებული, polka dot ორეულებით დამთავრებული, ELIE SAAB თითქოს უმნიშვნელოდ, თუმცა შესამჩნევად ცვლის კურსს და მას ამერიკისა და დიდი ბრიტანეთისკენ მიმართავს. ფაქტია, რომ ბრენდს სჭირდება იყოს უფრო მრავალფეროვანი და ამაში უჩვეულო არაფერია.
ELIE SAAB-ის ქალი ყოველთვის მზად არის ღამის შუქზე შეკრებისთვის, მაგრამ ის არც დღის შუქზე გამოჩენას ერიდება.
თბილისიდან სულ რაღაც ერთი საათის სავალზე „შატო მერე“ მდებარეობს - თანამედროვეობისა და ტრადიციების სინთეზით შექმნილი სივრცე, რომელიც სასიამოვნო დასვენებას გვპირდება. შატო მერე 10 მაისს ნოდარიკო ხუციშვილის კონცერტს უმასპინძლებს და ქალაქის ხმაურით გადაღლილ, სიმშვიდეს მოწყურებულ სტუმრებს ელოდება.
შანელის 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია კომოს ტბის ფონზე, იტალიურ ვილაში წარადგინეს. შოუზე ვიხილეთ შანელის შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი ქართველი მოდელებიც - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი.
იტალიური ფილერების ხაზი Stylema იმ იშვიათ პროდუქტებს შორისაა, რომლებიც საქართველოში MDR სერტიფიკატით გამოიყენება. იგი სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის უსაფრთხოების და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს. Stylema-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორია კომპანია „სკინოთეკა“.