Signature Look ონლაინ ჟურნალი The Diary-ის ახალი რუბრიკაა, რომელშიც საკუთარი ხედვითა და გემოვნებით შექმნილ Look-ებს ყველაზე გამორჩეული ქართველი ინფლუენსერები, თუ მოდის ბლოგერები შემოგვთავაზებენ.
Too glam to give a damn - ამ ფრაზით შეგვიძლია შევაფასოთ Instagram ბლოგერის - თამი ლოლის სტილი, რომელიც პირად გვერდზე fashion და lifestyle კონტენტს გვთავაზობს.
Signature look by Tami Loli
The Diary-ის რუბრიკისთვის თამიმ ამჯერად ყოველდღიური, მაგრამ, ამავდროულად დახვეწილი Look-ი შეარჩია. ყოველდღიური “აითემების” და მოდური აქსესუარების სწორი კომბინაცია კი ყოველთვის ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.
“ზოგადად, ძალიან მიყვარს სამკაულები და აქსესუარები. ჩემი აზრით, ლუქი დაუსრულებელია სათვალის გარეშე”.
თამის Signature Look-ში ამჯერად ვინტაჟური, oversized მოსაცმელი, AGOLDE-ის ჯინსი, Velvet Canyon-ის სათვალე, Bare Jewellery-ის ყელსაბამი და DYLAN KAIN-ის ხელჩანთა შედის.
GMT-ის საათების მაღაზიათა ქსელის ბრენდების პორტფოლიოს GUESS Watches შეემატა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი fashion watch ბრენდი, რომელიც უკვე ოთხი ათწლეულის განმავლობაში განსაზღვრავს მოდური საათების ტენდენციებს.
Lisi Wonderland-ის თავდაგასავალს ლეგენდარული ფრანგული კონიაკის სახლი - Hennessy წელს პირველად შეუერთდა. ფესტივალი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ მუსიკალური ღონისძიების ჩარჩოებს - ის თავისუფლების, კრეატიულობისა და თანამედროვე ურბანული კულტურის მთავარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამიტომ, Hennessy-ის ფესტივალზე გამოჩენა აბსოლუტურად ბუნებრივი და ორგანული ნაბიჯი იყო.