ჯორჯ კლუნი ოჯახთან ერთად გატარებული თვითიზოლაციისა და ახალი ჰობის შესახებ
#ცნობილები59 წლის მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ W Magazine-ის გარეკანიც დაამშვენა და გამოცემას საკმაოდ დიდი მოცულობის ინტერვიუც მისცა. სამსახიობო კარიერისა და ახალი ფილმის საუბრის გარდა, ჯორჯმა ოჯახზეც ისაუბრა და განსაკუთრებით ის დღეები გაიხსენა, როდესაც თვითიზოლაციის პერიოდში მეუღლესთან, ამალ კლუნისთან და მათ 3 წლის ტყუპებთან ერთად ატარებდა.