სიახლეები

ტრეისი ელის როსი Tiffany & Co-ს ახალი სახე გახდა

ტრეისი ელის როსი Tiffany & Co-ს ახალი სახე გახდა

თუ კი ტრეის ელის როსის შესახებ გსმენიათ, იცნობთ მის 25-წლიან სამსახიობო კარიერის ნიმუშებს, ან სულაც თვალს ადევნებთ მის აქტივობას სოციალურ ქსელში, მაშინ გეცოდინებათ, რომ ტრეისი და მოდა განუყრელნი არიან. გავიხსენოთ თუნდაც AMA-ს როსის ჩაცმულობა, სანამ ის ღონისძიების წამყვანად მოგვევლინა, ან Met Gala-ს დაუვიწყარი კოსტუმები, რომ არაფერი ვთქვათ მსახიობის წითელი ხალიჩის სტილზე.

The Morning Show-ს მეორე სეზონის თრეილერი გამოქვეყნდა - ყველაფერი, რაც ვიცით

The Morning Show-ს მეორე სეზონის თრეილერი გამოქვეყნდა - ყველაფერი, რაც ვიცით

ჯენიფერ ენისტონი და რიზ უიზერსპუნი, მსახიობები, რომლებიც წლების წინ ეკრანებზე დების როლს ასრულებდნენ, 2019 წელს Apple TV-ის ახალი პროექტისთვის გაერთიანდნენ და წლის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური, შთამბეჭდავი და ამაღელვებელი სერიალი შემოგვთავაზეს.

ხინკლით შთაგონებული ფერადი „ხინკილა“ ბავშვებისთვის #აგროჰაბი

ხინკლით შთაგონებული ფერადი „ხინკილა“ ბავშვებისთვის #აგროჰაბი

ბავშვები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ, მათთვის ყველაფერი ფერადი და ჯადოსნურია, პატარა უფლისწულების მსგავსად სხვა ფასეულობები გააჩნიათ და ბედნიერებასაც წვრილმანებში პოულობენ. პატარების ყურადღებას მარტივად ვერ მიიპყრობთ, ხოლო თუ კი საქმე საკვებს ეხება, აქ თითქმის უძლური ვხდებით. გამოსავალი მხოლოდ სწორ მიდგომაშია და ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი აგროჰაბი, უკვე ერთ-ერთ მათგანს გვთავაზობს.

სამეფო ოჯახი და მსოფლიო ლიდერები დიდი შვიდეულის სამიტზე

სამეფო ოჯახი და მსოფლიო ლიდერები დიდი შვიდეულის სამიტზე

გასულ უქმეებზე, დიდ ბრიტნეთში, წლის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება - დიდი შვიდეულის სამიტი გაიმართა. მსოფლიო პანდემიის დაწყების დღიდან, პირველად, სამეფო ოჯახის წევრები სრული შემადგენლობით ტრადიციულ G7 ბანკეტზე შეიკრიბნენ.

პოპულარული ბრენდი Glossier მოულოდნელ ფასდაკლებებს გვთავაზობს #Shopping

პოპულარული ბრენდი Glossier მოულოდნელ ფასდაკლებებს გვთავაზობს #Shopping

სახის ჯადოსნური დამატენიანებელი საცხები, შრატები, ფერადი ბლაშები თუ წარბის ფიქსატორები - Glossier-ის თითოეულ პროდუქტზე, რომელიც ერთხელ მაინც დაგვიტესტავს უბრალოდ შეყვარებულები ვართ. ეს ბრენდის შემქმნელებმაც კარგად იციან და დიდ ფასდაკლებებს პროდუქტებზე მხოლოდ წელიწადში ერთხელ - შავ პარასკევს გვთავაზობენ.

ანჯელინა ჯოლი აეროპორტის სტილს მოდაში აბრუნებს

ანჯელინა ჯოლი აეროპორტის სტილს მოდაში აბრუნებს

ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს აეროპორტის სტილი კორონამდელ ცხოვრებას ჩაბარდა წარსულში, თუმცა მთლად ასეც არ არის. 46 წლის ჰოლივუდელმა ლამაზმანმა ანჯელინა ჯოლიმ აეროპორტის სტილის ხიბლი კვლავიდებურად დაგვიბრუნა. პაპარაცებმა მსახიობი ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტში მიმავალი დააფიქსირეს.

კაბა-შორტები: წარსულიდან დაბრუნებული ტრენდი #skorts

კაბა-შორტები: წარსულიდან დაბრუნებული ტრენდი #skorts

წყენის გარეშე, თუ კი მილენიალი არ ბრძანდებით, მაშინ კაბა-შორტების ხილვით გამოწვეულ ნოსტალგიას ბოლომდე ვერ შეიგრძნობთ. მოდა წარმოუდგენელი სისწრაფით ბრუნავს, თითქოს ეს-ეს არის კაბა-შორტებს დავემშვიდობეთ და ისინი 2021 წლის ზაფხულის ჰიტების სათავეში მოექცნენ.

ჰარი და მეგანი ლილიბეტ ლილი დიანას მშობლები გახდნენ

ჰარი და მეგანი ლილიბეტ ლილი დიანას მშობლები გახდნენ

სასექსის ჰერცოგების ოჯახი ოფიციალურად დიდი ოთხეული გახდა! პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მშობლები მეორედ რამდენიმე დღის წინ გახდნენ, წყვილს, როგორც ეს მათ რამდენიმე თვის წინ გაგვიმხილეს გოგონა შეეძინათ და მისი დაბადება იმაზე ემოციურია ვიდრე წარმოიდგენთ.

სოფი ტერნერი HBO-ს ახალ პროექტში მიიღებს მონაწილეობას

სოფი ტერნერი HBO-ს ახალ პროექტში მიიღებს მონაწილეობას

ჩრდილოეთის დედოფალი მშობლიურ HBO-ს არხს უბრუნდება. სოფი ტერნერი, Game of Thrones-ის რვა სეზონის ვარსკვლავი, The Staircase-ის სამსახიობო გუნდს უერთდება, ლიმიტირებული სერიების შოუს, რომელიც მაიკლ პეტერსონის ნოველის მიხედვით იქნება გადაღებული.

ზევით