დადიანების სასახლეში საშობაო მეჯლისის ტრადიცია აღდგა
#დეკორიზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, თითქმის საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ, საშობაო მეჯლისის ტრადიცია გაცოცხლდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში გრანდიოზული მეჯლისი იმართება, რომელშიც მოცეკვავეთა 200-მდე წყვილი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მონაწილეობენ.