ელფაბასა და გლინდას თავგადასავალი დასასრულს უახლოვდება
Wicked: For Good ელფაბასა და გლინდას ისტორიის დასასრულს მოგვითხრობს. ფილმი 21 ნოემბერს გამოვა და ოზის სამყაროში გვამოგზაურებს, სადაც მთავარ გმირებს უამრავი განსაცდელი ელით წინ.
2022 წელი იმაზე დამაინტრიგებლად დაიწყო, ვიდრე წარმოგვედგინა. სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის უკანასკნელი სერიის გამოსვლიდან მთელი ათწლეულის შემდეგ გაჩნდა ლოგიკური კითხვა: „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ ეკრანებზე ბრუნდებიან?
საქმე ის გახლავთ, რომ „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ სოციალურ ქსელებში ტელესერიალის მთავარი გმირების, დიდი ხუთეულის ფოტოსურათი გამოჩნდა. სადღესასწაულო კაბებში გამოწყობილი მსახიობების ფოტოსურათს კი ორაზროვანი აღწერა ერთოდა: „სასოწარკვეთით ველოდებით 2022 წელს“.

ახლა კი, ჩვენ და მილიონობით გულშემატკივარი მსოფლიოს გარშემო, სასოწარკვეთით ელოდება მნიშვნელოვან სიახლეებს იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდოთ სერიალის შემქმნელებისგან - ახალ სერიებს? მსახიობების გაერთიანებას თუ რებუთს?
„სასოწარკვეთილი დიასახლისები“ ტელეეკრანებზე პირველი ეპიზოდით 2004 წლის 3 ოქტომბერს გამოჩნდა. ტელესერიალის მხოლოდ პირველმა სეზონმა Emmy-ს 7 ნომინაციიდან 6-ში გაიმარჯვა; მხოლოდ 8 დაუვიწყარი სეზონის შემდეგ, დასასრულს მიუახლოვდა და ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ მაყურებელს დაემშვიდობა.
ტერი ჰეტჩერმა, ფელისიტი ჰაფმანმა, მარსია კროსმა და ევა ლონგორიამ შექმნეს ისტორია, რომლის გაგრძელებასაც დღეს ყველანი მოუთმენლად ველით. თუკი გავიხსენებთ, რომ გასულმა წელმა Friends-ისა და Harry Potter-ის დიდი გაერთიანება გვაჩუქა და And Just Like That წარმოგვიდგინა, მაშინ „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ დაბრუნება ჩვენთან იმაზე რეალურია, ვიდრე ოდესმე.