თანხმობა გადამწყვეტია! - მარში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ
ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელშიც გენდერული ნიშნით ძალადობა ნარატივად იქცა, ქვეყანაში, რომელშიც ძალადობის ფაქტის გასაჯაროების შემდეგ ხელს მსხვერპლისკენ იშვერენ, საზოგადოებაში, რომელსაც არ სჯერა ქალების. როდესაც სახელმწიფოს რეაგირება გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე არაეფექტიანია, საკუთარი თავების და ერთმანეთის დაცვა თავად გვიწევს.