29 წელი ოკუპაციიდან, რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს
ბრძოლა, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა, სოხუმი დაეცა... ყოველი მომდევნო წლის 27 სექტემბერი ქართველი ერისთვის ამ სულისშემძვრელი მარცხის, მოუშუშებელი ტკივილისა და შეუგუებელი დანაკარგის შეხსენებაა. უკვე 29 წელია ამ უწყვეტ ციკლში ვართ მოქცეული და გამოსავალი ჯერაც ვერ გვიპოვია.