დღეს პირველი ნერვიულობა გველის! ავსტრალია-საქართველოს შეხვედრის მოლოდინები
#სპორტი8 სექტემბერს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა, თუმცა ბორჯღალოსნების სამშობლოში რაგბის ციებ-ცხელება დღეს, 9 სექტემბერს, ავსტრალიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შერკინებით იწყება. ჯგუფური ეტაპის შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლაციას კი პირველი არხი გვთავაზობს.