დინა ფრაიდის მიერ გაცოცხლებული კულინარიული სცენები ლიტერატურიდან
#ლიტერატურაჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, ჭამის სცენები წიგნებიდან ყველაზე დასამახსოვრებელია, მას რეალურად შეუძლია ემოციების აღძვრა და წიგნის პერსონაჟებთან ჩემი დაკავშირება
ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, ჭამის სცენები წიგნებიდან ყველაზე დასამახსოვრებელია, მას რეალურად შეუძლია ემოციების აღძვრა და წიგნის პერსონაჟებთან ჩემი დაკავშირება
ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ეპოქალური ნოველის გამოსვლიდან ერთი საუკუნის შემდეგ, „დიდი გეტსბი“ დეკადენტურ ფლაპერებთან, შამპანიურის შადრევნებთან, დაუსრულებელ, ხმაურიან, თავზე ხელაღებულ წვეულებებთან ასოცირდება, თუმცა ეს სწორედ ის უტრირებული ინტერპრეტაცია გახლდათ დიდებული წიგნისა, რომლითაც თავად ფიცჯერალდიც კი აღშფოთებული და განაწყენებული იყო, მისი „დიდი გეტსბის“ იდეის შესახებ ხომ რეალური წარმოდგენა თითქმის არავის ჰქონდა შექმნილი.
იაიოი კუსამა თანამედროვე ხელოვნების ცოცხალი ლეგენდაა, იაპონელი მხატვარი, რომელიც ფემინიზმის, მინიმალიზმის, სიურეალიზმისა, პოპ-არტისა და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ელემენტებით უკვე ათწლეულებია კონცეპტუალური ხელოვნებისთვის განუმეორებელ ნიმუშებს ქმნის და ყოველი ახალი ქმნილებით, ახალი ინსტალაციით მსოფლიოს გაოცებას კვლავინდებურად ახერხებს.
გამორჩეული გემოვნებით, რაფინირებული სიზუსტით შექმნილი სცენოგრაფია საგამოფენო სივრცეებს 20 წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ლეგენდარული ქართველი სცენოგრაფისა და მხატვრის სოლიკო ვირსალაძის გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 14 იანვარს გაიხსნება. აღსანიშნავია ის ფაქტის, რომ ღონისძიება სოლიკო ვირსალაძის 113 წლისთავს ემთხვევა და ის მხატვრის შემოქმედების ყველაზე ვრცელი გამოფენა იქნება.
ინგმარ ბერგმანის მინისერიალი სახელწოდებით Scenes From a Marriage 1973 წელს გამოვიდა და არნახული პოპულარობა მოიპოვა, კინოკრიტიკოსების მაღალი შეფასებების მიუხედავად, სერიალს კრიტიკოსები სხვა სფეროში გამოუჩნდნენ და ფრანგი რეჟისორი და მისი ტელესერიალი განქორწინების მაჩვენებლის მკვეთრ მატებაში დაადანაშაულეს.
მე-20 საუკუნის განუმეორებელი ვარსკვლავი, რომელიც ისე შეიჭრა მაყურებლის ქვეცნობიერში, როგორც სხვა ვერავინ, ერთ დღესაც მოულოდნელად გადადგა თანამდებობიდან და ერთ-ერთ ფილმში წარმოთქმული ფრაზა: "მე მინდა ვიყო მარტო", თითქოს პირად იმიჯად იქცია.
ინფორმაციული, მხიარული, კარგად დაწერილი, ასევე კარგად შესრულებული და ცხადზე ცხადი გზავნილი საზოგადოებას, დღეს ადამ მაკეის ახალი ეკრანიზაციის Don’t Look Up-ის შესახებ მოგიყვებით.
მოდით ვაღიაროთ, 2021 წელი კინემატოგრაფიულად მდიდარი წელი იყო, რომელმაც არა ერთი დაუვიწყარი ფილმი და სერიალი შემოგვთავაზა. თვეობით გადადებული პრემიერების ფონზე, ყველაზე დიდი მოლოდინის მქონე ფილმებმა თავი 2021 წელს მიიყარეს და ჩვენი აღფრთოვანება ყოველ ჯერზე მოახერხეს, რაც შეეხება სერიალებს, არც კი ვიცით საიდან დავიწყოთ საუბარი, ქეით უინსლეტის HBO-ს ახალ შოუში გამოჩენით, ნიკოლ კიდმანის ბრწყინვალე შესრულებით Nine Perfect Strangers-ში თუ Maid-ის სულისშემძვრელი ისტორიით.
კოლოსალური ბიუჯეტით, ბრწყინვალე სამსახიობო და შემოქმედებითი გუნდით Dune-ის წარმატება თავიდანვე გარანტირებული იყო, თუმცა ეს არ არის ერთადერთი საბაბი იმისა, რომ ერთ-ერთი გამორჩეული სამეცნიერო ფანტასტიკა კინოაკადემიის ჯილდოს მთავარ პრეტენდენტად მოიაზრება, Dune-ს დაუვიწყარს მისი ემოციური სიღრმე ხდის და ეს მარტივი მისაღწევი ნამდვილად არ არის.
ჯესიკა გრიფიტი ინგლისელი ნატურმორტის ფოტოგრაფია, რომლის პორტფოლიოც ნამდვილი ჯადოქრობებით არის სავსე. ტექნიკურად სრულყოფილი, იდეურად სრულფასოვანი და კომპოზიციურად დახვეწილი ფოტოები ჩვენი დღევანდელი დღის შთაგონებად იქცა და გადავწყვიტეთ, ჯესიკას სამუშაო პროცესის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგვეწყო და ჩვენი ერთგული მკითხველისთვისაც გაგვეზიარებინა.