„ბინძური ცეკვების“ მიხედვით შექმნილი მიუზიკლი ბროდვეიზე დაიდგმება
1987 წლის ცნობილი ფილმის მიხედვით შექმნილი „ბინძური ცეკვები: მიუზიკლი“ 2027 წელს ბროდვეიზე პირველად დაიდგმება.
8 თებერვალს, მადრიდში, გალერეა Ulmacarisa, Galería de Arte-ში ესპანეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანების, ნინი გამილაღდიშვილისა და ნინო ირემაძის ნამუშევრების ექსპოზიცია გაიხსნება. ექსპოზიცია სახელწოდებით "კავშირი" ქართველი ხელოვანების ფერწერულ ტილოებსა და ხელნაკეთ ნივთებს აერთიანებს.

ნინი გამილაღდიშვილი პროფესიით ჟურნალისტი, მარკეტოლოგი და გეო-ბიოლოგია, რომელმაც მადრიდში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ გადაწყვიტა, თავისი ჰობი კიდევ ერთ საქმედ ექცია და სწორედ ასე დაიწყო ნინის სახლის ინტერიერისა და ექსტერიერის დეკორაციების ისტორიაც. ხელოვანი თავის ნამუშევრებს ჩარჩოში არასდროს აქცევს, რადგან მიაჩნია, რომ თავისუფლება შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის.


ნინი გამილაღდიშვილის შემოქმედება აერთიანებს გირჩების, ყვავილებისა და სხვა ბუნებრივი მასალისგან შექმნილ ნამუშევრებს, აგრეთვე თაბაშირის სასანთლეებს, საყვავილეებსა და არაერთ საინტერესო ხელნაკეთ ნივთს.

რაც შეეხება ნინო ირემაშვილს, ის ესპანეთში მცხოვრები ახალგაზრდა მხატვარი, მოქანდაკე და კინორეჟისორია. ნინოს ცხოვრება ყოველთვის დაკავშირებული იყო ხელოვნებასთან. მისი ნამუშევრები ფიგურული მხატვრობის, სიურრეალიზმისა და აბსტრაქციის სტილს აერთიანებს. ნინოს შემოქმედების ყველაზე დიდი მახასიათებელი განმეორებითობა და სიმეტრიაა; აქ ხშირად შეხვდებით შიშველი სხეულებისა და თვალების კონტურებს, რაც ხელოვანის ხელწერა გახლავთ.

Ulmacarisa, Galería de Arte-ში ნინი გამილაღდიშვილისა და ნინო ირემაძის საერთო გამოფენა 15 თებერვლამდე გაგრძელდება.