„ლურჯი და ყვითელი“ - საქველმოქმედო საღამო უკრაინისთვის
#UKRAINEარტისტები, მუსიკოსები და მოცეკვავეები, თბილისში, დიდი მიზნისთვის კიდევ ერთხელ ერთიანდებიან - 27 აპრილს, Republic Event Hall-ში ქართულ-უკრაინული საქველმოქმედო ღონისძიება „ლურჯი და ყვითელი“ გაიმართება, ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში, თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.