20 წლის შემდეგ პირველად - სოლიკო ვირსალაძის რეტროსპექტული გამოფენა იხსნება
გამორჩეული გემოვნებით, რაფინირებული სიზუსტით შექმნილი სცენოგრაფია საგამოფენო სივრცეებს 20 წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ლეგენდარული ქართველი სცენოგრაფისა და მხატვრის სოლიკო ვირსალაძის გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 14 იანვარს გაიხსნება. აღსანიშნავია ის ფაქტის, რომ ღონისძიება სოლიკო ვირსალაძის 113 წლისთავს ემთხვევა და ის მხატვრის შემოქმედების ყველაზე ვრცელი გამოფენა იქნება.