უთქმელი ისტორია, რომელიც „ეშმაკს აცვია პრადას“ მიღმა იმალება
#კინო1999 წლის შობის დღეები იყო მოახლოებული, ლორენ ვაისბერგერმა Vogue-ის ოფისში პირველად რომ შეაბიჯა. ლორენი Cornell-ის კურსდამთავრებული გახლდათ და ანა ვინტურმა, Vogue-ის რედაქტორმა მისი ასისტენტად აყვანა გადაწყვიტა. სწორედ მაშინ დაიწყო ლორენ ვაისბერგერის ცხოვრების, ერთ-ერთი ყველაზე მოდური ფილმის „ეშმაკს აცვია პრადას“ სცენარის მიხედვით განვითარება.