კანის რიგით 76-ე კინოფესტივალი, 2023 წლის 16-27 მაისს გვიბრუნდება, რამდენიმე საათის წინ წლევანდელი ფესტივალის პროგრამა გახდა ცნობილი, რომელმაც იმ ეკრანიზაციათა სრული ჩამონათვალი შემოგვთავაზა, რომელსაც წელს საფრანგეთის ქალაქ კანში ვიხილავთ.
Killers of the Flower Moon
მარტინ სკორსეზეც ატმოსფერული ადაპტაცია დევიდ გრანის რომანისა, რომელიც 20-იანი წლებში, ოკლაჰომაში მცხოვრები ნავთობით მდიდარი მკვიდრი ამერიკელების იდუმალებით მოცული მკვლელობის ნამდვილ ისტორიას გვიამბობს. Killers of the Flower Moon 2 წლის განმავლობაში იყო მზადების პროცესში, მის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალია. ფილმში მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო ლილი გლადსტონთან, ჯონ ლიტგოუსთან და ოსკარის ბოლო ლაურეატთან, ბრენდან ფრეიზერთან ერთად ასრულებს.
Asteroid City
უეს ანდერსონის რიგით მე-11 მხატვრული ფილმი Asteroid City არის პოეტური მედიტაცია ცხოვრების აზრზე. ის მოგვითხრობს გამოგონილ ამერიკულ ქალაქზე, სადაც მოქმედება 1955 წელს ვითარდება. ქალაქი სამეცნიერო შეჯიბრისთვის, დასვენებისა და მხიარულებისთვის მთელი ქვეყნიდან აერთიანებს სტუმრებს. ანდერსონის ფერად სამყაროში ამჯერად ტილდა სუინტონი, ჯეისონ შვარცმანი, ედრიენ ბროუდი, უილიამ დეფო, ტომ ჰენკსი, სტივ ქარელი და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავები მონაწილეობენ.
May December
ჯულიანა მური და ჩარლზ მელტონი, ტოდ ჰეინსის დელიკატური დრამის ცენტრში არიან. ფილმი ახალგაზრდა მსახიობის (ნატალი პორტმანი) შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მაინში იმ ქალის (ჯულიანა მური) გასაცნობად და უკეთ შესასწავლად მიემგზავრება, რომელიც ეკრანებზე უნდა განასახიეროს. რაც მეტს იგებს მსახიობი ჯულიანას პერსონაჟის ცხოვრების შესახებ მით მეტია ოჯახური დაძაბულობა, რომელიც უკვე ორ ათწლეულზე მეტია წარსულის აჩრდილთან ერთად ცხოვრობს.
Firebrand
ისტორიულ ეპოსში, რომელიც ორიენტირებულია ჰენრი VIII-ის მეექვსე და უკანასკნელ მეუღლეზე, კეტრინ პარზე, ალისია ვიკანდერი დედოფლის როლს ირგებს, ფილმში აგრეთვე ვხვდებით ჯუდ ლოუს, დიდებული მონარქის როლში, ერინ დოჰერტს წარმატებული მწერლის ამპლუაში და ედი მარსანსა და სემ რაილის, პოლიტიკურად მოაზროვნე ძმების ედუარდ და თომას სეიმურების როლში.
Monster
ოქროს პალმის რტოს მოგების შემდეგ, ჰიროკაზუ კორე-ედამ აწარმოა პროექტები ფრანგულ და კორეულ ენებზე, ამჯერად რეჟისორი მშობლიურ იაპონიაში ბრუნდება და მაყურებელს სამი პერსპექტივიდან: დედის, მასწავლებლისა და პატარა ბიჭის, მოყოლილი ისტორიის მონაწილეს გვხდის.
Strange Way of Life
პედრო ალმადოვარის ყოველი ახალი ეკრანიზაცია სიხარულის მომგვრელია, თუნდაც მოკლემეტრაჟიანი იყოს ის. 30 წუთიან ვესტერნში მთავარ როლებს ეთან ჰოუკი და პედრო პასკალი ასრულებენ, ისინი ძველ მეგობრებს: შერიფსა და ფერმერს განასახიერებენ, რომლებიც ათწლეულების შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს და აღმოაჩენენ, რომ მათი შეხვედრა მოულოდნელი სულაც არ არის.
The New Boy
Tár-ში, ქეით ბლანშეტის დიდებულად შესრულებული როლის შემდეგ, რომლისთვისაც მსახიობი ოსკარზეც გახლდათ ნომინირებული, ქეითი უორვიკ თორნტონის ამაღელვებელ რელიგიურ საგაში მონაწილეობს და მონაზვნის როლს ირგებს. მისი დელიკატურად გაწონასწორებული სამყარო ირღვევა, როდესაც მოულოდნელად, ღამის წყვდიადში, ცხრა წლის აბორიგენი ობოლი ჩნდება. ფილმი არის კოლონიალიზმის, სულიერი ბრძოლების და გადარჩენის ნამდვილი საფასურის მკვეთრი კვლევა.
„საღამოობით ქუჩაში მეზობლები იკრიბებოდნენ და ომის სისასტიკეებზე ყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს - რუსეთის მიერ ჩადენილს“,- გაიცანით მარიამ აქუბარდია, ქართველი არტისტი, რომლის ნამუშევრებიც პირადი და კოლექტიური მეხსიერების ერთგვარი ნაზავი და ომისშემდგომი ცხოვრებისა და ადამიანური ტრაგედიების დოკუმენტაციაა.
მარიამ ახობაძის ხელოვნება ფსიქოლოგიურ პორტრეტებსა და ფიგურატიულ ფერწერას აერთიანებს. მისი უნიკალური ხედვა და ემოციური თხრობა მნახველს ისტორიის ერთ წამში მოხვედრის საშუალებას აძლევს, სადაც ფერები, ფორმები და სიჩუმე თავის ამბავს ჰყვებიან. The Diary ქართველ ფერმწერთან საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.