The Idol-ის დასასრული - HBO-მ შოუს მეორე სეზონი არ დაუმტკიცა
#კინოThe Idol-ის პირველი სეზონი მისი უკანასკნელიც აღმოჩნდა. HBO-მ ხმაურიან შოუს, რომელზეც Euphoria-ს შემქმნელმა სემ ლევინსონმა და აბელ ტესფაიემ (საზოგადოებისთვის ცნობილმა, როგორც The Weeknd) იმუშავეს, მეორე სეზონი არ დაუმტკიცა. სიახლე სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან The Idol-მა თითქმის თითოეული ეპიზოდით შეძლო და მაყურებლების კრიტიკა დაიმსახურა.