“შიმშილის თამაშების” თაყვანისმცემლებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს. მალე ეკრანებზე საგის კიდევ ერთი ნაწილი გამოვა, რომელიც არა მომავალში, არამედ პანამის უბნების წარსულში გვამოგზაურებს. რამდენიმე დღის წინ Lionsgate-მა ფილმის ტრეილერი გაავრცელა.
The Hunger Games: The Ballad of Songbirds & Snakes ჩვენთვის უკვე ნაცნობი ფილმების წინა ისტორიაა და Hunger Games-ის შექმნის ისტორიას მოგვითხრობს. საკმაოდ შთამბეჭდავია ქასთიც. ნამუშევარში მთავარ როლებს რეიჩელ ზეგლერი, ტომ ბლითი, ჰანტერ შაფერი, Game of Throne-ის მსახიობი - პიტერ დინკლიჯი, ოსკაროსანი ვაიოლა დევისი და სხვა ვარსკვლავები ასრულებენ.
“ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე” სიუზენ კოლინზის მეოთხე წიგნია, რომელიც მწერალმა 2020 წელს გამოსცა, Lionsgate-მა კი გადაღებები მალევე დაიწყო. მაშინ, როდესაც ნამუშევრისთვის მსახიობებს არჩევდნენ, შემქმნელებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ მთავარ როლზე დამტკიცებული რეიჩელ ზეგლერი Hollywood-ური მედიის კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდებოდა და მის მიმართ არა ერთგვაროვანი დამოკიდებულება გაჩნდებოდა.
მსახიობი მთავარ როლს ახალ “ფიფქიაშიც” ასრულებს, რომლის რელიზიც 2024 წელს იგეგმება. პრეს ტურის დროს კი ახალგაზრდა მსახიობი კლასიკური ნამუშევრის კრიტიკას არ მორიდებია, რის გამოც მის მიმართ საზოგადოებაში საკმაოდ ნეგატიური განწყობა გაჩნდა.
რაც შეეხება he Hunger Games-ის ახალი ნაწილის დანარჩენ მსახიობებს: ოსკაროსანი ვაიოლა დევისი ამჯერად მთავარი ბოროტი გმირის როლში გვევლინება, ახალგაზრდა სნოუს როლს კი ტომ ბლითი ასრულებს, რომელიც ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი “შიმშილის თამაშების” პირველად უდგება სათავეში.
არნახული მხატვრობა, საინტერესო კოსტიუმები და ტრილოგიისთვის დამახასიათებელი, მოულოდნელობებით აღსავსე სცენები - ერთგული მაყურებელი ისტორიის კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარებას ელოდება. The Hunger Games: The Ballad of Songbirds & Snakes-ის საპრემიერო ჩვენება კი 17 ნოემბერს შედგება.
მეორე სეზონი ახალი თავგადასავლებით და საიდუმლოებითაა სავსე. მოინიშნეთ კალენდარში 6 აგვისტო, ოთხშაბათი. Nevermore-ის ახალი სემესტრი ქაოსით, ზებუნებრივი ძალებითა და ჩვეული შავ-ბნელი იუმორით გვიახლოვდება.
„თეთრი ლოტუსის“ მესამე სეზონში საქსონ რატლიფის პერსონაჟი თვალსაჩინო ტრანსფორმაციას გადის — ჩელსის და ბუდისტური ლიტერატურის დახმარებით, პრივილეგირებული nepo baby სულიერ ძიებას იწყებს.