ცხოვრების სტილი

ბარებმა უკრაინის მხარდასაჭერად Moscow Mule-ის კოქტეილს სახელი შეუცვალეს

ბარებმა უკრაინის მხარდასაჭერად Moscow Mule-ის კოქტეილს სახელი შეუცვალეს

რუსული ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის და ომის გამოცხადების შემდეგ, მსოფლიო, 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ ტირანს და მის ქვეყანას პროტესტს, ხოლო უკრაინას მხარდაჭერას ისე, უცხადებს როგორც შეუძლია. ასე მაგალითად, ბარების მფლობელებმა ამერიკასა და ევროპაში გადაწყვიტეს ცნობილი კოქტეილის Moscow Mule-ისთვის სახელი გადაერქმიათ და მისთვის Kyiv Mule ეწოდებინათ.

ენდი შვეცის ფოტორეპორტაჟი აფხაზეთიდან

ენდი შვეცის ფოტორეპორტაჟი აფხაზეთიდან

გერმანელმა ფოტოგრაფმა ენდი შვეცმა აფხაზეთში მოგზაურობის ფოტორეპორტაჟი გააზიარა და საქართველოს უმშვენიერეს რეგიონში, რომელსაც თავად მარგალიტი უწოდა, დაგროვებული შთაბეჭდილებების და ემოციების შესახებ უცხოელ მკითხველს უახლესი პოსტიდან ესაუბრა.

პრინცესა დიანას უცნობი პორტრეტი კენსინგტონის სასახლეში გამოიფინა

პრინცესა დიანას უცნობი პორტრეტი კენსინგტონის სასახლეში გამოიფინა

პრინცესა დიანა ფოტოგრაფებისთვის XX საუკუნის მეორე ნახევრის რჩეული ქალი გახლდათ, უელსის პრინცესას ფოტოები ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, ისე როგორც პრინცესა დიანას ცხოვრებაში, აგრეთვე მისი გარდაცვალების შემდეგაც.

პური, როგორც მშვიდობისა და მეგობრობის სიმბოლო უკრაინელებისთვის

პური, როგორც მშვიდობისა და მეგობრობის სიმბოლო უკრაინელებისთვის

ფრანგი მწერლის ონორე დე ბალზაკის დიდი სიყვარულის შესახებ თუ გსმენიათ უკრაინული შავი პურის მიმართ? 1848 წელს უკრაინაში ყოფნის დროს ბალზაკმა ქალბატონ შირკოვიჩევას წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამი იყო: „ესტუმრეთ უკრაინას, სამოთხეს დედამიწაზე, სადაც უკვე აღმოვაჩინე პურის გამოცხობის 77 ხერხი... მეგონა დიდი ცოდნა მქონდა შეგროვებული, თუმცა როდესაც უკრაინული პურის რაოდენობა აღმოვაჩინე, მივხვდი, რომ ჩემი ცოდნა მხოლოდ აისბერგის თავია და მის სიღრმეს დასასრული არ აქვს“.

ვიშივანკა - უკრაინული ტრადიციული სამოსი უნიკალური ნაქარგებით

ვიშივანკა - უკრაინული ტრადიციული სამოსი უნიკალური ნაქარგებით

ვიშივანკა თითოეული უკრაინელის გარდერობში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაციონალური სამოსია, რომელსაც მთელი ერი დღემდე უდიდესი პატივისცემით და მოწიწებით ეპყრობა. ვიშივანკა ტრადიციული ელემენტებით შექმნილი უკრაინული სამოსია, რომლის უნიკალურობას ხელით ნაქარგი ნათელი დეტალები - ორნამენტები განსაზღვრავენ.

ზელენსკების ოჯახი:  ვოლოდიმირ ზელენსკის პირადი სიმდიდრე

ზელენსკების ოჯახი: ვოლოდიმირ ზელენსკის პირადი სიმდიდრე

ვოვას და ოლენას სიყვარულის ისტორია ათწლეულებს ითვლის. მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირი და ელენა ერთ სკოლაში 10 წელიწადი სწავლობდნენ, მომავალი პრეზიდენტი მომავალ ცოლს არ იცნობდა, ოლენა ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ის ყოველთვის მოკრძალებული და მორცხვი გოგო იყო, რომელსაც ხმაურიანი კომპანიები და უცნობებთან საუბარი არასდროს უყვარდა.

ელისონ ტიბალდის 10 რჩეული რესტორანი ნიუ-იორკში - უნიკალური, გემრიელი და ხელმისაწვდომი

ელისონ ტიბალდის 10 რჩეული რესტორანი ნიუ-იორკში - უნიკალური, გემრიელი და ხელმისაწვდომი

ელისონ ტიბალდი მე-4 თაობის ნიუ-იორკელია, რომელიც დაბადებიდან შეპყრობილია საკვებით. ელისონი მოგზაური, მწერალი და ფრილანსერი ჟურნალისტია, რომელიც ხშირად აქვეყნებს ბლოგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა ყველაზე უკეთ ელისონს მაინც მშობლიური ნიუ-იორკის ესმის, იმ ქალაქის, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა და საკუთარი ხელის ხუთი თითივით იცნობს იმ უნიკალურ ადგილებს, რომლებიც თითოეულმა ნიუ-იორკელმა თუ მისმა ვიზიტორმა უნდა მოინახულოს.

2022 წლის ყველაზე შთამბეჭდავი გაჯეტები, რომლებიც აწმყოს ცვლიან

2022 წლის ყველაზე შთამბეჭდავი გაჯეტები, რომლებიც აწმყოს ცვლიან

როგორც მოსალოდნელი იყო, 2022 წელი ტექნოლოგიური ინდუსტრის აღზევების წელი იქნება, მსოფლიო პანდემიით გამოწვეული დიდი აურზაურისა და სხვადასხვა შტამის გავრცელების ფონზე, უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ახალი წლის ყველაზე შთამბეჭდავი გაჯეტები წარადგინეს და მიუხედავად იმისა, რომ მათი წარდგენა ონლაინ ფორმატში მოხდა, უკვე ვიცით, რომ წინ დიდი სიახლეები გველოდება.

გრეის კელი - ელეგანტურობის სტანდარტი დროსა და ტენდენციებს მიღმა

გრეის კელი - ელეგანტურობის სტანდარტი დროსა და ტენდენციებს მიღმა

„იმას, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს, ჩვენ სტილს ვუწოდებთ“ - ამ სიტყვებით აღწერა ამერიკულმა გამოცემა McCall-მა 1955 წელს მითიური ფენომენი „გრეის კელის ელფერი“, რომელიც ელეგანტურობისა და დახვეწილი გემოვნების სტანდარტად არის აღიარებული დროსა და ტენდენციებს მიღმა.

მოდის სახლების ხელწერად ქცეული განუმეორებელი ფერები

მოდის სახლების ხელწერად ქცეული განუმეორებელი ფერები

დაფიქრდით, რა ასოციაცია გიჩნდებათ Tiffany & Co.-ს ხსენებისას, თუ ეს ბრენდის ნიშად ქცეული ლაჟვარდოვანი ცისფერია, რომელსაც უბრალოდ Tiffany Blue უწოდეს, მაშინ ჩანაფიქრს სწორად მიხვდით, დღეს მოდის სახლების ყველაზე გამორჩეულ ფერებზე და მათი შექმნის ისტორიებზე გიამბობთ.

ზევით