შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა საქართველოს სტუმრობს
#სამეფო ოჯახიდღეს და ხვალ, შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია საქართველოს სტუმრობს. გვირგვინოსან პრინცესას საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მასპინძლობენ. აღნიშნული ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, 2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში.