ემა რობერტსის ქორწილი აიდაჰოში
ემა რობერტსი და მსახიობი კოდი ჯონი აიდაჰოში გამართულ კერძო ცერემონიაზე დაქორწინდნენ. პატარძალს Monique Lhuillier-ის სპეციალურად შექმნილი კაბა ეცვა.
რამდენჯერ მოგწონებიათ ნივთი რომელიმე “Insta ბლოგერის” ფოტოში, გადასულხართ tag-ზე და მონიშნული ბრენდის მიმდევარი გამხდარხართ? ალბათ ბევრჯერ?! დღეს სოციალური მედია ყველაზე მძლავრი მარკეტინგული იარაღია, სწორედ ამიტომ, ცნობილი პორტუგალიური ბრენდის - Parfois-ის და ონლაინ ჟურნალი - The Diary-ის ერთობლივი ღონისძიება ამჯერად ქართველ ინფლუენსერებს მიეძღვნათ.
ღონისძიებას სახელწოდებით - Cook the Look მოდის სფეროს 30-მდე ინფლუენსერი დაესწრო. საღამოზე აქსესუარების ცნობილმა ბრენდმა სტუმრებს წლევანდელი კოლექცია წარუდგინა და Parfois-ის 2023 წლის კონცეფციაც გააცნო. Have fun! (გაერთე) - ასეთია ახალგაზრდული ბრენდის საზაფხულო დევიზი.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს წარმოდგენილი კოლექციიდან ე.წ. Look-ების “გამოცხობის” საშუალება მიეცათ. მოგეხსენებათ, რომ მოდის ინფლუენსერი ამავდროულად სტილისტიცაა, რომელიც კონტენტს ტენდენციებსა და ბრენდის კონცეფციაზე დაყრდნობით ქმნის. შესაბამისად, Cook the Look-ზე საოცრად საინტერესო კონტენტიც შეიქმნა.
საღამოს მუსიკალური გაფორმება ცნობილ ქართველ არტისტს - Anna Sue-ს მივანდეთ, რომელიც ყოველთვის საოცარ ატმოსფეროს ქმნის. The Diary-ისა და Parfois-ის ერთობლივ ღონისძიებას Chicos Tbilisi-მა უმასპინძლა. ჭავჭავაძის 11ა-ში მდებარე ლოკაცია ჩვენი ახალი აღმოჩენაა. აქვე მოგახსენებთ, რომ ცნობილი პორტუგალიური ბრენდის - Parfois-ის აქსესუარების, ფეხსაცმლისა, თუ სამოსის შეძენა თბილისი მოლში მდებარე მაღაზიაშია შესაძლებელი.