ცხოვრება მადონას სიტყვებით: „იოცნებეთ - ეს არასოდეს დაგავიწყდეთ“
შავგრემანი, მოკლეთმიანი როკ მომღერლიდან ჰოლივუდელ ლამაზმანამდე გარდასახვას ვერავინ ახერხებდა ისე, როგორც მადონა ლუისა ჩიკონე - პოპ სამყაროს ერთადერთი დედოფალი, რომელიც ტიტულს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დიდი სკანდალებით, პატივით, ეპატაჟითა და გრაციოზულობით ატარებს.