7 Hollywood-ელი ვარსკვლავი ბნელი წარსულით - Hollywood Secrets

7 Hollywood-ელი ვარსკვლავი ბნელი წარსულით - Hollywood Secrets

Hollywood უამრავ საიდუმლოს ინახავს. დიახ, ვარსკვლავები, რომელთა ცხოვრებაც ერთი შეხედვით უდარდელი, საინტერესო და საოცნებოა, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მათ დიდ ნაწილს კი წარსულის ჩონჩხები კარადაში საგულდაგულოდ აქვთ გამოკეტილი. შესაძლოა თქვენი საყვარელი მსახიობი ძალადობაში იყოს ეჭვმიტანილი, ან სულაც ადამიანებით ვაჭრობის გამო იყოს გასამართლებული. მოკლედ, The Diary იმ ვარსკვლავების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებსაც ბნელი წარსული დღემდე ახსენებთ თავს.

ფლირტის სხეულის ენა - როგორ გავიგოთ, რომ მას მოვწონვართ?!

ფლირტის სხეულის ენა - როგორ გავიგოთ, რომ მას მოვწონვართ?!

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სხეულის ენა დიდად არ გაეგებათ. დიახ, შესაძლოა მამაკაცი თქვენი ყურადღების მიპყრობას ცდილობს, მაგრამ თქვენ ფიქრობთ, რომ თმა გაქვთ ცუდად და ამიტომაც გიყურებენ. მოკლედ, თქვენთვის და არა მხოლოდ თქვენთვის, The Diary-იმ ფლირტის სხეულის ენა გაშიფრა. ამჯერად იმ ქმედებების სიას შემოგთავაზებთ, რომელიც პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ მას თქვენ მოსწონხართ!

ლინდსი ლოჰანი ეკრანის დედას იხსენებს - გილოცავ დაბადების დღეს, ანგელოზო!

ლინდსი ლოჰანი ეკრანის დედას იხსენებს - გილოცავ დაბადების დღეს, ანგელოზო!

თუ ლინდსი ლოჰანის მიმართ დღემდე თბილი გრძნობები შემოგვრჩა, ეს დიდი ალბათობით ფილმი Parent Trap-ის დამსახურებაა, რომელშიც ჟღალი მსახიობი ტყუპი დების როლს ასრულებს. კომედია ეკრანებზე 1998 წელს გამოვიდა და საოჯახო კინო ჩვენებების სიაში ადგილი თავიდანვე დაიმკვიდრა.

The Top 15 Songs of the Millennium Playlist

The Top 15 Songs of the Millennium Playlist

2000 წლებში მუსიკა ერთგვარ ქაოსში გაეხვა - პოპი, ჰიპ-ჰოპი, სოული, ინდი-როკი, R-n-B, მოკლედ ვუსმენდით ყველაფერს და ერთდროულად. გვიყვარდა ემინემიც და ბრიტნიც, ვუსმენდით სნუპ დოგსაც და Back street boy-ის პოსტერებიც გვქონდა საძინებელში გაკრული. ეს იყო CD player-ებისა და DVD-ის ხანა, როდესაც MTV-ს დაჯილდოებასა და საუკეთესო კლიპებს ტელევიზორიდან ვიწერდით და შემდეგ მეგობრებს ვუზიარებდით.

All Roads Lead to Summer

All Roads Lead to Summer

თუ კი ახალი საცურაო კოსტიუმის ძიებაში ხართ, The Diary-ს გოგოებმა თქვენთვის ყველაზე ტრენდული და ყველაზე ლამაზი წყვილები შეარჩია, ასე რომ მოამზადეთ თქვენი ბარათი და სასიამოვნო შოპინგისთვის გაემზადეთ.

თათა ქართველიშვილი: ქართული მოდის ელჩი ლოს-ანჯელესში #TataPRAgency

თათა ქართველიშვილი: ქართული მოდის ელჩი ლოს-ანჯელესში #TataPRAgency

ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარება ნელი, თუმცა თავდაჯერებული, საამაყო და პატივსაცემი ნაბიჯებით მიიწევს წინ. თუ კი რამდენიმე წლის წინ, მოდის სამყაროსთვის საქართველოს არა მხოლოდ ადგილმდებარეობა, არამედ არსებობაც კი უცნობი იყო, დღესდღეობით, ჩვენი ქვეყნის დიზაინერების სამოსით მსოფლიოს ნომერ პირველი ვარსკვლავები: ქენდალ ჯენერი, ბიონსე, ლედი გაგა, ქენდის სვეინპული, ბილი აილიში, ჯესი ჯეი და სხვები იწონებენ თავს. ამ ამაღელვებელი და სასიხარულო სიახლის უკან კი თითქმის ყოველთვის ერთი ადამიანი - თათა ქართველიშვილი დგას.

მარია გრაცია კიური პანდემიაში ფემინისტურ ხელოვნებას ქმნის

მარია გრაცია კიური პანდემიაში ფემინისტურ ხელოვნებას ქმნის

მარია გრაცია კიურის მიერ შექმნილ დიზაინებს თეზისი რომ ჰქონდეთ, ის უდავოდ ფემინიზმისა და მოდის განუყრელობაში მოიძებნებოდა. მოდის სახლ Dior-ის პირველმა ქალმა შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, სადებიუტო ჩვენებაში ხაზი მკვეთრად გაუსვა ამ მოვლენის მნიშვნელობას, 2016 წლის სექტემბერს გამართულ Dior-ის ჩვენებაში, მოდელებმა ერთი-მეორის მიყოლებით მოირგეს ზედები წარწერით WE SHOULD ALL BE FEMINISTS (ჩვენ, ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ).

Friends-ის პირველი თიზერი, გამოსვლის თარიღი და სხვა მნიშვნელოვანი დეტალი ცნობილია

Friends-ის პირველი თიზერი, გამოსვლის თარიღი და სხვა მნიშვნელოვანი დეტალი ცნობილია

საკულტო მეგობრების - ჩენდლერის, მონიკას, ჯოუის, ფიბის, როსისა და რეიჩელის ხილვის საშულაება, Friends-ის ერთგულ გულშემატკივრებს სულ რამდენიმე დღეში შეეძლებათ. სიტკომის უკანასკნელი სერიის გამოსვლიდან 17 წლის შემდეგ, შოუს შემქმნელები და სამსახიობო გუნდი HBO-სთან ერთად, სპეციალურ სერიას გვიმზადებენ, რომელსაც 27 მაისს ვიხილავთ, დროა თარიღი საგულდაგულოდ მოვინიშნოთ კალენდარში.

მაილი საირუსის რეტრო სტილის სახლი ლოს-ანჯელესში

მაილი საირუსის რეტრო სტილის სახლი ლოს-ანჯელესში

ერთი წლის წინ მაილი საირუსმა ლოს-ანჯელესის მყუდრო უბანში საცხოვრებელი სახლი შეიძინა 6 საძინებლითა და 7 აბაზანით, რომლის გარდაქმნას და მოწყობას მომღერალი ყიდვისთანავე შეუდგა, ერთი წლის შემდეგ კი მაილიმ ფერადი, სახასიათო და მყუდრო სახლის შექმნა შეძლო. ყველაფერი კი მაილის დედის, რომელიც მომღერლის პირადი მენეჯერი გახლავთ უკვე 16 წელია, და ინტერიერის დიზაინერის მეთ სანდერსის დამსახურება გახლავთ.

ზევით