Thediary-ისთვის ერთ-ერთი საამაყო პროექტი რუბრიკა GOGO! გახლავთ, რომელიც ანტერპრენერ ქალებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. GOGO! იმ ქალებს წარმოგიდგენთ, რომლებიც უამრავი სირთულის მიუხედავად, ახალ კომპანიებს, თუ ბრენდებს საკუთარი ძალებით ქმნიან. ქალი ძლიერი, შეუპოვარი და მიზანდასახული არსებაა, რომელსაც ძალიან ბევრი დაბრკოლების გადალახვა და მიზნისკენ უკან მოუხედავად სწრაფვა შეუძლია. სულ რაღაც 50 წლის წინ ქალი ანტერპრენერის იდეა შეუძლებელიც კი იყო, მაგრამ დღეს, ქალი ბიზნესის სათავეში სასიამოვნო რეალობაა. The Diary ქალ ანტერპენერებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მზად არის პრო-ბონოდ, ანუ უსასყიდლოდ დაუთმოს საკუთარი პლატფორმა მათ ბიზნესებს.
The Diary-ს დამფუძნებლებისთვის განსაკუთრებით ძვირფასია ქალის მიერ დაწყებული საქმე, სწორედ ამიტომ მეწარმეთა ასოციაციასა და The Diary-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ქალების ბიზნესის განვითარებაში წვლილის შეტანის მიზნით.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.
თბილისში მოდის სფეროს მთავარი მოვლენა - Mercedes-Benz Fashion Week ბრუნდება. Factory Tbilisi-ს ინდუსტრიულ სივრცეში თავმოყრილი კრეატიული ენერგია წელს განსაკუთრებულ მასშტაბებს შეიძენს.