ათწლიანი ლოდინის შემდეგ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ეთერში მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი გამოჩნდა. გადაცემაში მის ხილვას მაყურებლები მას შემდეგ ელოდნენ მოუთმენლად, რაც შოუ ეთერში პირველად გავიდა. მე-10 სეზონზე მაყურებლისა და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შემოქმედებითი გუნდის თხოვნით სალომე ღვინიაშვილი პროექტშია.
ქართველი მოდელისა და ტელეწამყვანის მეწყვილეობას „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ლევან ახვლედიანი ითავსებს, წყვილმა უკვე ორი ცეკვა შეასრულა ერთად და ორივე მათგანმა როგორც ჟიურის, ასევე მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა. პირველ ცეკვად, სალომემ და ლევანმა, ცეცხლოვანი და მომაჯადოებელი ტანგო წარმოგვიდგინეს, ულამაზესმა სალომემ ქარიზმის, შარმისა და გრაციოზულობის წყალობით ეს ამპლუა იდეალურად მოირგო და შავ კაბაში გამოწყობილმა ნამდვილად დღის ერთ-ერთი საუკეთესო ნომერი შეასრულა.
მეორე ტურისთვის სალომემ და ლევანმა ფლამენკო შეასრულეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ თვალისმომჭრელმა მოდელმა ამ დავალებასაც შესანიშნავად გაართვა თავი. სალომემ ცეკვისთვის დამახასიათებელი წითელი კაბა და ხასიათი მოირგო და სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო.
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-10 სეზონის გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლა 11-მა მონაწილემ დაიწყო, სალომე ღვინიაშვილს და მის მეწყვილეს ამ სეზონზე ნამდვილად ძლიერი კონკურენტები ჰყავთ, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ მოდელი და ტელეწამყვანი ყველა დაბრკოლებას გადალახავს და მომდევნო ტურებში კიდევ უფრო საინტერესო, ამაღელვებელსა და მშვენიერ ნომრებს შემოგვთავაზებს. ვინ იცის, იქნებ სწორედ სალომე გახდება შოუს მე-10 სეზონის გამარჯვებულის ტიტულის მფლობელი? ამას დრო გვიჩვენებს.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.