ქართველი მოდელი ანდრია მაჭარაშვილი FILA-ს სარეკლამო კამპანიაში
#მოდამსოფლიო სამოდელო ასპარეზზე ქართველი მოდელი გოგოების გარდა, რომლებიც უცხოურმა ბრენდებმა და მოდი სახლებმა შეიყვარეს და ჩვენებებსა და სარეკლამო კამპანიებში ისევ და ისევ იწვევენ, ბიჭებიც აქტიურად მიიკვლევენ გზას. დღეს, Look Modéls Managemént-ის ოფიციალურ გვერდზე სიახლე გავრცელდა იმის შესახებ, რომ ქართველი მოდელი ანდრია მაჭარაშვილი FILA-ს კამპანიაში გამოჩნდა.