სოფო შერგელაშვილი: როგორ მოვამზადოთ კანი შემოდგომისთვის
#სილამაზესუსხიანი ამინდების დადგომასთან ერთად, აუცილებელია რუტინის განახლება. ეს ის დროა, როდესაც მსუბუქი კონსისტენცია უფრო მსუყე პროდუქტებმა უნდა ჩაანაცვლონ.
სუსხიანი ამინდების დადგომასთან ერთად, აუცილებელია რუტინის განახლება. ეს ის დროა, როდესაც მსუბუქი კონსისტენცია უფრო მსუყე პროდუქტებმა უნდა ჩაანაცვლონ.
2016 წელს Saint Laurent-ის კრეატიული დირექტორის როლში, ახალგაზრდა და საოცრად ნიჭიერი იტალიელი დიზაინერი, ენტონი ვაკარელო მოგვევლინა. Saint Laurent-ი დიდი ხნით ადრე იქცა პარიზული ფუფუნების, სექსუალურობისა და დახვეწილების სინონიმად, თუმცა ენტონის დირექტორად დანიშვნის შემდეგ, მოდის სახლმა ძველი დიდებულება და ბრენდის 61-წლიანი ესთეტიკა, ვაკარელოს მინიმალიზმთან გააერთიანა და რაღაც ახალს და ამაღელვებელს დაუდო სათავე.
ღვინობისთვეს ღვინის სამშობლოში ჯაზთან სინთეზში აღინიშნება და ეს ტრადიცია უკვე რამდენიმე წელიწადს ითვლის. ჯაზისა და ღვინის დაგემოვნება 15 და 16 ოქტომბერს კახეთში, წინანდლის მამულებში, ფესტივალის, Jazz & Wine Kakheti-ის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.
ბრძოლა, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა, სოხუმი დაეცა... ყოველი მომდევნო წლის 27 სექტემბერი ქართველი ერისთვის ამ სულისშემძვრელი მარცხის, მოუშუშებელი ტკივილისა და შეუგუებელი დანაკარგის შეხსენებაა. უკვე 29 წელია ამ უწყვეტ ციკლში ვართ მოქცეული და გამოსავალი ჯერაც ვერ გვიპოვია.
1 წლის წინ, ჩვენს მკითხველს შავიზღვისპირეთში არსებული მარგალიტი - ევროპული სოფელი ბუკნარი გავაცანით, ჩვენი მეგზური ამ პატარა მოგზაურობაში საოცრად ნიჭიერი ფოტოგრაფი მარია (ჩე) ზოიძე გახლდათ, რომელმაც პირადად მიიღო მონაწილეობა ერთი პატარა, საოცრად მშვიდი სოფლის შენება/განახლების პროცესში. მოგვიანებით, სწორედ მარიას დახმარებით ვიმოგზაურეთ ზღაპრულ ინდოეთსა და მაგიურ ტაილანდში.
ძველი ბერძნების მსგავსად, რომლებიც ფიზიკურ სილამაზეს ზნეობრივი ღირებულებების სარკედ აღიქვამდნენ, ჯორჯო არმანიმ, შინაგან და გარეგან სამყაროსთან დამაკავშირებელი ოქროს ძაფი იპოვა და ახალი 2023 წლის კოლექცია, ამ აღმოჩენას მიუძღვნა. გუშინ, მილანის მოდის კვირეულზე გამართულ Giorgio Armani-ს ჩვენებას ჰქონდა ყველა ძვირფასი მახასიათებელი, მათ შორის იდეა, არსი და უნიკალური პრეზენტაცია, რომელიც სრულფასოვანი ჩვენების ხსენებაზე გვახსენდება.
ნიუ-იორკი ლონდონმა ჩაანაცვლა, ლონდონი კი მილანმა, კვირეულების ციებ-ცხელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქართველმა მოდელებმაც, რომლებიც 2 სხვადასხვა კონტინენტზე, ათეულობით ცნობილი ბრენდის ჩვენებაში ვიხილეთ და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
ფინეთში, Sara Hildén-ის მუზეუმში, თომას ჰაუსაგონთან და ნიკ ქეივთან საერთო გამოფენის გახსნის შემდეგ, ბრედ პიტი საზოგადოების გაოცებას არ წყვეტს, მსახიობმა სახელოვნებო წრეებიდან სილამაზის სამყაროში გადაინაცვლა და თავის მოვლის ხაზი Le Domaine წარმოგვიდგინა, შექმნილი ყველა სქესისთვის.
გაულ ღამეს, მთაწმინდაზე, ფუნიკულიორზე ლიტერატურული პრემია „საბას“ მე-20 საიუბილეო დაჯილდოება გაიმართა. 2022 წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები ჟიურიმ 9 ნომინაციაში გამოავლინა, წელს პრემიაზე სხვადასხვა ჟანრის 230-მდე წიგნი იყო წარდგენილი.
1940-იან წლებში, ჰედი ლამარი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე კაშაკაშა ვარსკვლავი იყო, დიდებული სამსახიობო კარიერითა და კინოინდუსტრიაში დამკვიდრებული სახელით, თუმცა ჰედი იმაზე ბევრად მეტი იყო, ვიდრე ჰოლივუდის ლამაზმანი, მსახიობის ეკრანული დიდების მიღმა ლამარის პირადი ცხოვრება იმალებოდა, ნაკლებად ცნობილი და მეტად დიდებული.