ხვალ თბილისში ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი იწყება, რომელიც სამი დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, ინოვატორებსა და შემოქმედებს უმასპინძლებს. ფესტივალი 15 ივნისამდე გაგრძელდება და წელსაც მრავალფეროვანი პროგრამითა და საინტერესო სპიკერებითაა გამორჩეული.
ჩილელი არქიტექტორი ალეხანდრო არავენა სოციალური მნიშვნელობის პროექტებითაა ცნობილი.
ZEG-ის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსიები, თემატური სესიები, ფილმების ჩვენებები, ვორქშოფები და შემეცნებითი ტურები. ხვალ, ზეგ და მაზეგ ფესტივალის სხვადასხვა სივრცე დაეთმობა მოწვეულ სტუმრებს, რომლებიც ისაუბრებენ პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, გენდერულ თანასწორობაზე, ხელოვნებაზე, ფილოსოფიაზე, არქიტექტურაზე, მედიასა თუ მედიცინაზე.
PLATON ფესტივალის სტუმრებისთვის ჩაატარებს მასტერკლასს – "How to Take Photographs No One Can Ignore".
ZEG Storytelling Festival-ის სცენა, ტრადიციულად, დაეთმობა განსხვავებული სფეროების პროფესიონალებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებასა და საინტერესო ამბებს ფესტივალის სტუმრებს გაუზიარებენ. წლევანდელ სპიკერებს შორის არიან ნობელიანტი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი, ბრიტანელი ფოტოგრაფი პლატონი, The New Yorker-ის ჟურნალისტი და წიგნის „The Moth and the Mountain“ ავტორი ედ სიზარი, ამერიკელი პედიატრი სემა ჯილანი, რომელსაც კონფლიქტურ რეგიონებში მუშაობის გამოცდილება აქვს, მწერალი, პროდიუსერი და რეჟისორი ადამ ფეიზი, ჩილელი არქიტექტორი ალეხანდრო არავენა, სატირიკოსი და სცენარისტი არმანდო იანუჩი, უკრაინელი ფილოსოფოსი ვოლოდიმირ ერმოლენკო.
არმანდო იანუჩის ეკუთვნის ფილმების – „სტალინის სიკვდილი“ და „Veep“ სცენარი.
ფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც. სპიკერებს შორის იქნებიან ქართველი ხელოვანები და ჟურნალისტებიც, მათ შორის გიორგი გიგაშვილი, Kordz, სალომე ჯაში თუ გიორგი ლომსაძე.
ZEG უნიკალური შესაძლებლობაა, მოუსმინოთ და შეხვდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან და ჰყვებიან ამბებს, რომელთაც საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ. ამ სამი დღის განმავლობაში, ZEG-ის სტუმრები ჩაერთვებიან საერთაშორისო დიალოგში, რომლის მიზანიც საზღვრებს რღვევა და ადამიანების გაერთიანება იქნება.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.
თბილისში მოდის სფეროს მთავარი მოვლენა - Mercedes-Benz Fashion Week ბრუნდება. Factory Tbilisi-ს ინდუსტრიულ სივრცეში თავმოყრილი კრეატიული ენერგია წელს განსაკუთრებულ მასშტაბებს შეიძენს.
შვედი არტისტი ჯეი-ჯეი იოჰანსონი თბილისს უბრუნდება, ამჯერად საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ანსამბლ „შავნაბადას“ თანხლებით. ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, იოჰანსონის ნაცნობი მელოდიები სრულიად ახალ ჟღერადობას მიიღებს.