ტრადიციისამებრ, სექტემბერი Apple-ის ახალი პროდუქტების წარდგენის თვეა! გუშინ, 12 სექტემბერს, კომპანიის სათაო ოფისიდან, სამყარომ ყველა ის პროდუქტი გაიცნო, რომელიც 22 სექტემბრიდან ჩაეშვება გაყიდვაში, მათ შორის ახალი iPhone 15, Apple-ის საათები და ყურსასმენები. რა უნდა ვიცოდეთ გუშინდელი პრეზენტაციიდან?
The iPhone
Apple-მა წარადგინა iPhone 15 და iPhone 15 Plus, აღჭურვილი 6.1 და 6.7 დიუმიანი დისპლეებით, მათი წინამორბედების მსგავსად. მცირედი ცვლილება შეეხო Pro-ს მოდელებს, ტელეფონები: iPhone 15 Pro და iPhone 15 Pro Max, რომელთა ღირებულებაც $999 და $1,199 იქნება, უჟანგავი ფოლადის ნაცვლად ტიტანის კორპუსით შეიცვლება, ხმის ჩამხშობი ღილაკს კი action button შეცვლის, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა ფუნქციით იქნება შესაძლებელი.
ევროკავშირის რეგულაციებმა, Apple იძულებული გახადა USB-C სატენ პორტზე გადასულიყო. კომპანიის არსებობის განმავლობაში პირველად, iPhone-ებსა და AirPods Pro-ზე USB-C დამტენი გამოჩნდება. რისი დამსახურებითაც ვეღარასოდეს გავიგონებთ ფრაზას: "iPhone-ის დამტენი ხომ არ გაქვს?".
ყველა ახალ მოდელს აქვს 48 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, ფლაგმანურ Pro Max-ს აქვს 5X ოპტიკური ზუმი და 3X ტელეფოტო შესაძლებლობა. Pro მოწყობილობებით მომხმარებლებს შეუძლიათ ჩაწერონ „სივრცითი“ ან სამგანზომილებიანი ვიდეოები, რომელთა ნახვა შესაძლებელია Apple-ის მომავალ Vision Pro სათვალეებზე.
iPhone 15 და iPhone 15 Plus მიიღებენ A16 Bionic ჩიპს, ხოლო iPhone 15 Pro და Pro Max იკვებება A17 Pro Chip-ით. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, Pro ხაზის აპარატურა, მოწყობილობებს შესაფერისს გახდის მაღალი დონის მობილური თამაშებისთვის.
კიდევ ერთი სიახლე Apple-სგან, რომლითაც მისი გუნდი ამაყობს: iPhone 15 და iPhone 15 Plus 100%-ით გადამუშავებული კობალტისგანაა დამზადებული.
საათები
Apple-მა წარადგინა საათების ახალი სერიაც: Watch Series 9 და მეორე თაობის Watch Ultra, იგივე ზომებით, როგორც მათი წინა ვარიანტები. უახლესი საათები მიიღებენ შემდეგი თაობის S9 ჩიპს, რომელსაც შეუძლია უკეთესი ანიმაცია და ეფექტები წარმოადგინოს. აღსანიშნავია, რომ Apple-ის საათებში, ეს იქნება პროცესორის პირველი განახლება, 2020 წელს Watch Series 6-ის გამოშვების შემდეგ.
ახალ ფუნქციათა შორისაა „ორმაგი შეხება“, ახალი ჟესტიკულაციის ფუნქცია, რომელიც გააკონტროლებს საათს ბრძანებებით, შეხების გარეშე.
Ultra 2 შეიცავს უფრო მეტ ინფორმაციას თქვენი ვარჯიშის შესახებ და გაუმჯობესებულ ბატარეას, რომელიც გაძლებს 36 საათამდე ნორმალური გამოყენებისას და 72 საათამდე დაბალი სიმძლავრის პარამეტრებზე. Watch Series 9 ღირებულება $399-დან იწყება, Ultra 2-ის ფასი კი 799$ იქნება.
AirPods
და ბოლოს, Apple-ის განახლებული ყურსასმენის მოდელი AirPods Pro-ს მეორე თაობა, გაუმჯობესებული ხმის ჩახშობის ფუნქციითა და უფრო მორგებადი ზომით, შეგვეძლება $249-ად შევიძინოთ.
როგორ ფიქრობთ, ღირს Apple-ის პროდუქტების განახლება, გასული ღამის პრეზენტაციაზე დაყრდნობით?
2025 წლის ოსკარების ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები და დაუვიწყარი მომენტები – Anora-ს ტრიუმფი, მაიკი მედისონის და ედრიენ ბროუდის გამარჯვებები, ტექნიკური კატეგორიების ლიდერი Dune: Part Two და სხვა საინტერესო დეტალები.
თებერვალი სერიალების მოყვარულებისთვის საუკეთესო თვე გამოდგა. სტრიმინგ პლატფორმებზე გამოჩნდა დრამა, კომედია, საკულტო შოუების ახალი სეზონები და საინტერესო ეკრანიზაციები. ამ სტატიაში საუკეთესო პრემიერების სია მოგიმზადეთ, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ.
წლევანდელ SAG Awards-ზე „Lifetime Achievement“-ის ჯილდო ჯეინ ფონდამ დაიმსახურა. პრიზების გარეშე არ დარჩენილან ტიმოთი შალამე, დემი მური თუ ზოი სალდანა. წაიკითხეთ დაჯილდოების მთავარ მომენტებზე ჩვენს სტატიაში.