დიდხნიანი პაუზის შემდეგ, მომღერალი Lorde საჯაროდ სცენაზე გამოჩნდა და ოკლენდში, ახალ ზელანდიაში მსმენელი მოულოდნელი გამოჩენით გაახარა.
24 წლის მომღერალმა, რომელიც უკვე წლებია სცენაზე აღარ გვინახავს, მარლონ უილიამსთან ერთად სცენაზე Simon & Garfunkel-ის სიმღერის The sound of Silence-ის ქავერ ვერსია შეასრულა. დუეტის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა, Lorde-ს ერთგული გულშემატკივრები კი უბრალოდ მეცხრე ცაზე არიან.
გულშემატკივრები მომღერლის ახალი სიმღერის გამოსვლას, 2017 წელს ალბომ Melodrama-ს Grammy-ს ნომინაციის შემდეგ ელოდნენ. გასულ გაზაფხულზე Lorde-მ ფანებს გაუმხილა, რომ ახალი პროექტი მზადების პროცესშ ი იყო
სტუდიაში დეკემბერში (2019 წ) დავბრუნდი თქვენთვის სიურპრიზის გასაკეთებლად, რაღაც ძალიან საინტერესოს პროცესში ვართ
რა თქმა უნდა, მსოფლიო პანდემიამ მომღერლის ახალი პროექტი შეანელა და გულშემატკივრება ვერც დაპირებული ახალი სიმღერა იხილეს, თუმცა Lorde-ს მოულოდნელი გამოჩენა სცენაზე იმის იმედს ნამდვილად აჩენს, რომ ახალი ზელანდიელი მუსიკოსი სულ მალე გაგვახარებს.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.
Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში TheDiary Concept House დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც Dolce & Gabbana Beauty-ის, La Martina-სა და Gucci-ის პროფესიონალები მოდის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების მომავალზე ისაუბრებენ.
კანიე უესტის კონცერტი პროექტის Starring Georgia ფარგლებში, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მაშინ, როცა თბილისში კანიეს კონცერტი ოფიციალურად დაანონსდა, არტისტის შოუებს ევროპის ქვეყნები რიგ-რიგობით აუქმებენ.