Victoria’s Secret-ის ანგელოზები 15 ოქტომბერს კვლავ მოირგებენ უზარმაზარ, ფერად ფრთებს და ნიუ-იორკის პოდიუმზე დაბრუნდებიან. შარშანდელი დიდი დაბრუნების შემდეგ, ამერიკულ ბრენდს სურს მოდის სამყაროში პირვანდელი სახელი და გავლენა აღიდგინოს. 2025 წლის შოუზე ბრენდის კლასიკურ დიზაინებს, ახალ კოლექციასა და ენერგიულ ჩვენებას ველოდებით.
პირდაპირი ტრანსლაცია ნიუ-იორკიდან საღამოს 7:00 საათზე დაიწყება, რაც საქართველოს დროით დილის 3:00 საათია. შოუს წინ მაყურებლები Pink Carpet-ზე მოდელებსა და სტუმრებს იხილავენ. შოუს ყურება შესაძლებელი იქნება Victoria’s Secret-ის ოფიციალურ YouTube, Instagram და TikTok არხებზე.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პროფესიონალმა სპორტსმენმა ანჯელ რისმა, რომელიც Victoria’s Secret-ის პოდიუმზე გამოვა და ისტორიაში შევა როგორც პირველი ქალი სპორტსმენი, რომელიც ამ შოუს ნაწილი გახდა. ეს სიახლე ხაზს უსვამს ბრენდის განახლებულ ხედვას, სადაც „ანგელოზის“ მნიშვნელობა უფრო ფართო და მრავლისმომცველი გახდა.
საღამოს განწყობაზე ქალი მუსიკოსები იზრუნებენ. სცენაზე გამოვლენ Karol G, მედისონ ბიერი, მისი ელიოტი და კორეული ჯგუფი TWICE. TWICE პირველი გოგონათა ბენდი გახდება, რომელიც Victoria’s Secret-ის შოუზე იმღერებს.
მიუხედავად იმისა, რომ შოუს ყველა დეტალი ჯერ არ გამჟღავნებულა, ყველანი ბრენდის ბრწყინვალე ფრთებს, შთამბეჭდავ კოსტიუმებსა და ენერგიულ შოუს ველოდებით, მოკლედ ყველაფერს რაც ადრე იყო, უბრალოდ განახლებული და უფრო ინკლუზიური ფორმით.
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.